ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
შემადგენლობა ნაწარმოებები

ს ა ი ტ ი   მ უ შ ა ო ბ ს   ს ა ტ ე ს ტ ო   რ ე ჟ ი მ შ ი !

 

სიახლეები

ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკისმცოდნე რუსუდან წურწუმია "თამარ მეფის ორდენით" დაჯილდოვდა...

გამოვიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სანოტო კრებულების სერიის -„მუსიკალური ალმანახის“ მეორე გამოშვება, სადაც თავმოყრილია კომპოზიციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა - ნოდარ მამისაშვილის, ზურაბ ნადარეიშვილის, გიორგი შავერზაშვილის, რეზო კიკნაძის, ეკა ჭაბაშვილისა და მაკა ვირსალაძის სიმებიანი კვარტეტისთვის განკუთვნილი ნაწარმოებები...

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა VI საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სპეციალური პრიზი “ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის” გადაეცა კონკურსის მონაწილეს გიორგი შიოლაშვილს...

10 ოქტომბერს, XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში, გაიმართა კომპოზიტორის და პიანისტის ოთარ ტატიშვილის საიუბილეო კონცერტი...

8 ოქტომბერს, XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში, გაიმართა კომპოზიტორის და პიანისტის გიორგი შავერზაშვილის საიუბილეო კონცერტი...

6 ოქტომბერს, ღია სივრცეში - გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში, გაიხსნა XV საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”. ფესტივალის პირველ საღამოს კომპოზიტორ სულხან ცინცაძის დაბადების 95 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი და ვიდეოფილმის საპრემიერო ჩვენება გაიმართა...

 

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში,  აღმაშენებლის გამზირზე მდებარე “არტოს ბაღს” გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის სახელი მიენიჭა...

 

27 დეკემბერს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა საფორტეპიანო მუსიკის საღამო „საახალწლო შეხვედრა“...

 

18 დეკემბერს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ კახა ცაბაძის საიუბილეო კონცერტი. შესრულდა ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები...

16 დეკემბერს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გაიმართა ქართული კამერული მუსიკის კონცერტი. შესრულდა მანანა ალფაიძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ალექსანდრე მწარიაშვილის, ჯემალ ოიკაშვილის, ოთარ ტატიშვილისა და დინარა ჯანდიერის ნაწარმოებები...

12 დეკემბერს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ მერი დავითაშვილის და პოეტ ანა კალანდაძის დაბადების 95 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, სანოტო კრებულისა და აუდიო დისკის პრეზენტაცია...

10 დეკემბერს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ ირაკლი ცინცაძის საავტორო კონცერტი.

შესრულდაავტორის კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები...

2019 წლის 2-4 დეკემბერს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "მუსიკა კულტურის კონტექსტში", რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მუსიკოლოგის, მეცნიერის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, გივი ორჯონიკიძის დაბადებიდან 90 და გარდაცვალებიდან 35 წლისთავს...

22 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის შემოქმედებითი საღამო.

I ნაწილი - ,,ღმერთო გვიკურთხე სამშობლო“;

II ნაწილი -,,გაზაფხულზე სიყვარული მოვა“...

 

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კამერული მუსიკის კონცერტი ლიეტუველ მუსიკოსთა ინსტრუმრნტული ტრიოს მონაწილეობით:..

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი" ფოლკლორული კონცერტი. ფესტივალში მონაწილეობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები იღებდნენ. ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა შეასრულეს...

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ მე-12 კონცერტი ციკლიდან „ქართული კამერული მუსიკის პანორამა“. კონცერტი კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის დაბადების 95 და გარდაცვალების 30 წლისთავის მიეძღვნა...

17 ოქტომბერს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის დარბაზში ჩატარდა პოეზიისა და მუსიკის საღამო, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის ორ სახელოვან პიროვნებას - მუსიკისმცოდნე სვეტლანა ქეცბასა და პოეტ გენო კალანდიას...

XXVII საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი. შესრულდა კამერული ჟანრის ნაწარმოებები...

26 ივნისს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა თურქეთში, ქ. ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი პიანისტის თამარ ბარდაველიძე-თორეს კლასის მოსწავლეთა კონცერტი და შეხვედრა ქართველ კომპოზიტორებთან. ნორჩ თურქ მუსიკოსთა მიერ შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო მინიატურები...

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი “ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის” და ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებების კრებული გადაეცა კონკურსის მონაწილეს ბექა ბაბუნაშვილს...

19 ივნისს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძის საავტორო კონცერტი „მზის საგალობელი“. კონცერტში მონაწილეობდნენ რევაზ ლაღიძის სახელობის №4 ხელოვნების სკოლის მოსწავლეები. შესრულდა ავტორის საბავშვო და საყმაწვილო სიმღერები...

11 ივნისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუსიკალური სკოლის მიწვევით გაიმართა შეხვედრა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრ კომპოზიტორებთან და ჩატარდა “ქართული მუსიკის კონცერტი” ნინოწმინდის მუსიკალურ სკოლაში.

 

XIV საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საგუნდო მუსიკის კონცერტი.

 

1-დან  7 ივნისის ჩათვლით საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გაიმართა „მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის 48-ე კვირეული“...

 

1 ივნისის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში გაიმართა მუსიკალური ხელოვნების ცენტრის კონცერტი, სადაც შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის...

2019 წლის 31 მაისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მრავალეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი" ჩატარდა...

14 მაისს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა კომპოზიტორ კახა ცაბაძის საიუბილეო კონცერტი. შესრულდა კახა ცაბაძის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი კამერულ-ინსტრუმენტული, ვოკალური  ნაწარმოებები, კონცერტები სოლო საკრავებისა და სიმფონიური ორკესტრისთვის...

11-დან 13 მაისის ჩათვლით ქ. თელავის ნიკო სულხანიშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა "შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი"...

XIV საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა  კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი...

ვაჟა ჩაჩავას სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მიერ საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში ჩატარდა ვაჟა ჩაჩავას სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა III საერთაშორისო კონკურსი...

საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VII კონკურსზე კომპოზიტორთა კავშირის სპეციალური პრიზებით “ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის” კონკურსის სხვადასხვა სპეციალობის ოთხი მონაწილე დაჯილდოვდა...

საქართველოსა და რუმინეთს შორის მეგობრული ურთიერთობის გამყარების მიზნით, საქართველოს სამეფო სახლის ეგიდითა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით გაიმართა რუმინელ მუსიკოსთა კამერული კონცერტი...

4 აპრილს თბილისის ივენთ ჰოლში გაიმართა კომპოზიტორის, თბილისის ბიგ-ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირიჟორის გივი გაჩეჩილაძის საიუბილეო საღამო და მისი ვარსკვლავის გახსნა...

 

26 მარტს კომპოზიტორთა კავშირში ჩატარდა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის „გენო კალანდიას ლექსებზე შექმნილი ვოკალური ნაწარმოებები“ საკონკურსო მოსმენა...

ჯ. კახიძის სახ. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ მე-11 კონცერტი ციკლიდან „ქართული კამერული მუსიკის პანორამა“. შესრულდა შავლეგ შილაკაძის, სულხან ნასიძის, გიორგი შავერზაშვილის, ზვიად ბუცხრიკიძისა და გიორგი გაჩეჩილაძის ნაწარმოებები...

ჯ. კახიძის სახ. თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტები.
შესრულდა ვახტანგ კახიძის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი სიმფონიური, კამერული და საგუნდო-ვოკალური ნაწარმოებები...

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა გიორგი ჩლაიძის ოპერა "დარისპანის გასაჭირი"-ს პრემიერა...

11 დეკემბერს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა კომპოზირტორ გიორგი შავერზაშვილის ვოკალური მუსიკის კონცერტი...

 

10 დეკემბერს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ ირაკლი ცინცაძის საავტორო კონცერტი.

შესრულდა ხუთი სონატა ორი ფორტეპიანოსთვის...

 

 

4 დეკემბერს ნაძალადევის მედიათეკაში გაიმართა კომპოზიტორ და მხატვარ ოთარ ტატიშვილის საღამო “ფერწერა და ბგერწერა”...

30 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში განხორციელდა ექსპერიმენტული მულტიმედიური პროექტი «სიმფონია-გამოფენა „ხმა“»...

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ მე-10 კონცერტი ციკლიდან „ქართული კამერული მუსიკის პანორამა“. კონცერტი ბიძინა კვერნაძის დაბადების 90 წლისთავს მიეძღვნა...

 

20 ნოემბერს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის განახლებულ საკონცერტო დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 145 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი და ვიდეო ფილმის ჩვენება...

 

18 ნოემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“...

 

25-26 ოქტომბერს ქ. ერევანში, ა. ხაჩატურიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “არამ ხაჩატურიანი და თანამედროვე სამყარო”...

 

 

1 ივლისს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გაიმართა ქართული კამერული მუსიკის კონცერტი. შესრულდა ნუგზარ ვაწაძის, თამარ ვაშაკიძის, ალექსანდრე მწარიაშვილის, გიორგი შავერზაშვილის და ალექსი შანიძის ნაწარმოებები...

 

17 ივნისს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გაიმართა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სავიოლინო მუსიკის კონცერტი...

 

1-დან  7 ივნისის ჩათვლით საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გაიმართა „მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის 47-ე კვირეული“...

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კამერული მუსიკის კონცერტი. შესრულდა კომპოზიტორ ირაკლი ცინცაძის კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები...

24.05.2018

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ გიორგი შავერზაშვილის ვოკალური მუსიკის კონცერტი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის „თანამერდოვე მუსიკის ანსამბლის“ მონაწილეობით.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი - ნინო ჟვანია.

XIII საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ დავით ევგენიძის შემოქმედებითი საღამო “მუსიკის თორმეტი მოციქული”...

2018 წლის 1-5 მაისს ვაჟა ჩაჩავას სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მიერ ჩატარდა ვაჟა ჩაჩავას სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა II საერთაშორისო კონკურსი...

 

ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსისთვის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირმა ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის სპეციალური პრიზი დააწესა...

კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძეს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა...

 

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კამერული მუსიკის კონცერტი “ქართული მუსიკის სიახლენი”...

 

ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის კამერული მუსიკის კონცერტი, ანსამბლ GEORGIA MODERN-ის მონაწილეობით...

ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ეროვნული კონკურსისთვის ქართველი კომპოზიტორების მიერ მელიტონ ბალანჩივაძის ვოკალური ნაწარმოებების თემების საფუძველზე ინსტრუმენტული პიესები შეიქმნა...


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის მიერ ჩატარდა სანოტო კრებულისა და დისკის „15 აფხაზური სიმღერა“ პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწე სვეტლანა ქეცბას ხსოვნას...

 

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გაიმართა კონკურსი საუკეთესო საგუნდო ნაწარმოების გამოსავლენად. კონკურსზე წარმოდგენილი 21 ნაწარმოებიდან 3 საუკეთესო გამოვლინდა:..

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ ზურაბ ნადარეიშვილის საავტორო კონცერტი. შემსრულებლები - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის სტუდენტური ანსამბლი (ხელმძღვანელი - ნინო ჟვანია) და Georgia Modern...

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა კონსერვატორიის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სანოტო კრებულის - "მუსიკალური ალმანახის" და ჩანაწერების თანდართული ორი კომპაქტდისკის პრეზენტაცია-კონცერტი...

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ მე-9 კონცერტი ციკლიდან „ქართული კამერული მუსიკის პანორამა“...

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირმა და სომხეთის კომპოზიტორთა კავშირმა ერთობლივად ჩაატარეს „თანამედროვე სომხური მუსიკის დღეები საქართველოში“.

გაიმართა კონცერტები და შეხვედრები სომეხ კომპოზიტორებთან:..

24 ნოემბერს საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ ნუგზარ ვაწაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ალბომისა და დისკისნუგზარ ვაწაძის მზით სავსე მუსიკაპრეზენტაცია-კონცერტი...

 

გ. ლორთქიფანიძის სახ. რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“...

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ნასიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი.

შემსრულებლები: ლიზა ბათიაშვილი (ვიოლინო), ფრანსუა ლელუ (ჰობოი), მაქსიმილიან ჰორნუნგი (ჩელო), საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრისაქართველოს სინფონიეტა“... 

 

გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძის საავტორო კონცერტი...

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ -კულტურულ ცენტრი XXV საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე "შემოდგომის თბილისი" გაიმართა ქართული სიმფონიური მუსიკის კონცერტი...

 

20 სექტემბერს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიანი დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძის ახალი ნაწარმოების პრეზენტაცია - „თბილისური რაფსოდია“...

 

2017 წლის 8 ივლისს გაიმართა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრთა XIX ყრილობა, ჩატარდა გამგეობის წევრთა და კავშირის თავმჯდომარის არჩევნები...

1-დან 8 ივნისის ჩათვლით საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გაიმართა „მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის 46-ე კვირეული“...

26 აპრილს საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კამერული მუსიკის კონცერტი “ქართული მუსიკის სიახლენი”...


2022 დეკემბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved