ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ვირსალაძე მაია
ვირსალაძე მაია
დაიბადა : 23.05.1971
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

მაია (მაკა) ვირსალაძე
(23.05.1971, თბილისი), კომპოზიტორი.

განათლება:
დაამთავრა: 1989 თბ. "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. ნ. ტოგონიძე (თეორ. საგნ.), მ. დავითაშვილი (კომპოზიც.), 1995 თსკ, პედაგ. ბ. კვერნაძე (კომპოზიც.).

საქმიანობა:
1996 თსკ, პედაგ. ლ. დოლიძე (მუს. ისტ.). 1998 თსკ ასისტენტ-სტაჟიორი, პედაგ. ნ. მამისაშვილი (კომპოზიც.). 2010 დოქტორანტურა, პედაგ. ზ. ნადარეიშვილი (კომპოზიც.); ასოც. პროფ. 2014-დან თსკ კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის მიმართულების დეკანი. მუსიკოლოგიის დოქტორი (2010. დისერტ. თემა: "ალეატორიკა ახალ ქართულ პროფეს. მუსიკაში (ნ. მამისაშვილის, რ. კიკნაძისა და ე. ჭაბაშვილის ნაწარმოებების მაგალითზე)". 1998 "საქ. ახალგაზრდა კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა ასოციაციის" ერთ-ერთი დამაარსებელი. 2004 "თანამედროვე მუსიკის ფესტივალის "საქ-AART-ველო"-ს ერთ-ერთი დამაარსებელი. 2013 "თანამედროვე პროფესიული მუს. ხელოვნების განვითარების ცენტრის" ერთ-ერთი დამაარსებელი და თანადირექტორი. 2013 ფესტივალის "ქალი და მუსიკა" ერთ-ერთი დამაარსებელი. კომპოზ. კავშ. წევრი.

პრემიები:
ლაურ. (სანქტ-პეტერბ. კონკ. `საგუნდო ლაბორატორია", 2014); II პრემ. (სანქტ-პეტერბ. კონკ. "საგუნდო ლაბორატორია XXI საუკუნე", 2014). 

თხზულებები: 
"ლიტურგიკული სიმფონია" (2010); "ათასი სარკის (მზერის) მიღმა" სოპრანოსა და სიმფ. ორკ. (2012. პირვ. შესრ. ფალერა, შვეიცარია. 2012), დაიბეჭდა შვეიცარიაში, გამომც. Con Sordino 2013. ვარიაციები სიმებ. ორკ. (1998. პირვ. შესრ. 2015. 11.06.). ვარიაციები კამერული ორკ. (თხზ. 6 1996.); საგუნდ. "Alma Mater", "Tantum Ergo" (2014). ციკლური ნაწარმ. "ფსალმუნნი" (ბიბლიის ტექსტზე) შერეული გუნდის, სიმფ. ორკ. და სოლისტებისათვის (სადიპლომო ნამუშევარი. თხზ. 1995.); "ტრიპტიქი" სოპრ. და სიმებ. ორკ. (თხზ.7. შესრულდა თბ. 1998.); სიუიტა ბალეტიდან "სარკე". ბალეტი "სარკე" (საკუთარ ლიბრეტოზე) სიმფ. ორკ., შერეული გუნდისა და სინთეზატორისათვის (საკონც. შესრ. 1998); ტრიპტიქი სოპრ. და სიმფ. ორკ. "Quasi Passacaglia" (2006); კამერული მუს.: "იდუმალება-1" ინსტრ. ანს.; "იდუმალება-2" კლარნეტისა და ფ-ნოს. (1999); "Alternative" ინსტრ. ანს.; "აფორიზმები" ინსტრ. ანს. და სოლო-ვოკალისტებისათვის ("ვეფხისტყაოსნის" ტექსტი); "ესკიზი" კლარნეტისა და დასარტყამი ინსტრ.; "მოგონება" საქსაფონების კვარტეტისათვის (2002). "ფრთები" ბაიანისა და ვიოლინ. (2001); "ვარსკვლავები" ფლეიტის, დასარტყამებისა და მკითხველისათვის (2001). "კურთხეულ არს მომავალი" (2003) ინსტრ. ანს.; "მთვარის დატირება" გიტარისა და ფლეიტისათვის (2002); "Perpetuo" სოლო ვიოლ. და ინსტრ. ანს. (2007-08); საგუნდო: პოემა "საქართველოს ცაო" a cappella (ა. კალანდაძის ლექსზე, 1990); "უთქვამს ილიას" შერეული გუნდის (ლ. ასათიანის ლექსზე, 1996); "Alma Mater" მცირე კანტატა შერეული კამერ. გუნდის a cappella (2001); "Salve Regina" ქალთა გუნდისათვის a cappella (2001. I ნაწ. "წმიდაო ღმერთო", შესრულდა გორის ქალთა გუნდის მიერ. 2002); "ღვთისმშობლის სადიდებელი" შერეული გუნდისათვის a cappella (2002); "სოფლისა წესი ასეა" შერეული გუნდისათვის (ვაჟა-ფშაველას ლექსზე 2011); "Pater Noster" შერეული გუნდის ("მამაო ჩვენოს" ტექსტზე, ლათინურ ენაზე. 2011). ვოკ.-ინსტრ.: 4 რომანსი სოპრანოსა და ფ-ნოს (ტ. გრანელის ლექსებზე, თხზ. 1994); რომანსები სოპრანოსა და ფ-ნოს "შენ ზღვის პირად" (საქ. კულტ. სამინისტროს სპეც. პრიზი. 2010), "სირენას სიმღერა", "პირამიდებში", "სონეტი ლოცვის" (საქ. კულტ. სამინისტროს სპეც. პრიზი 1994); რომანსი "ჟირაფი" სოპრანოსა და ფ-სათვის (ნ. გუმილიოვის ლექსზე 1994); რომანსი "მგლის ლეკვი" (ვლ. ნაბოკოვის ტექსტი. რუსულ ენაზე 1996); "იას უთხარით ტურფასა" სოპრ. და ფ-ნოს (ვაჟა-შაველას ლექსზე. 2011); "ჯოჯოხეთის სიმღერა" («Песнь Ада») ტენორის, ფ-ნოს და დასარტყამი საკრ. ა. ბლოკის ლექსზე 2011). სოლო ფ-ნოს: საკონცერტო პიესა (1996); სონატა 4 ნაწ. (1996); "Maestozo" (1999); "Millennium" (2000) და სხვ. გასტრ.: აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა, მაკედონია, ნიდერლანდები, შვეიცარია.

დისკოგრაფია:
"კურთხეულ არს მომავალი", "Fresco Records". Nevman Ensemble "Cantors" 2004; საავტორო კონც. საქ. სიმფ. მუს. ცენტრში 2008.

პუბლიკაციები:
"თეატრალური ზეიმი" ჟ. "თეატრ. და ცხოვრ." 1997 №4-5; "ყოველ შესრულებაზე ოდნავ სხვანაირად გამოდის" (რ. კიკნაძის "ნოქტიურნები", "ანტიფონია", "ოთხი მკაცრი ბაგატელი", "მარცვლები"), თსკ კრ. "მუსიკისმც. და კულტუროლოგ." 2010; "ალეატორიკის თავისებურებები ნ. მამისაშვილის შემოქმედებაში", თსკ შრ. კრ., 2010; "დახატული მუსიკა, აჟღერებული ნახატი" (კომპოზ. ე. ჭაბაშვილის შესახებ.), ჟ. "მუსიკა", 2011; სამეცნ. შრ. , მათ შორის: "ალეატორიკა, როგორც შემთხვევითობის გამოვლენის ერთ-ერთი ისტორიული ფორმა და მისი განსხვავებული სახეები", თსკ შრ. კრ. 2015 და სხვ.

ლიტერატურა: 
ბოლაშვილი, ქ. "ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორების სიმფონიური მუსიკა", გაზ. "მუსიკა" 1999 №1; "2000 Outstendindings musicians of the 20-th centuri-internacional Biografiical Centre Camgridge CB2 3 QP." 2002; "Publisher Nicholas S. Law‘ Editorin Chief Job Gifford", 2002; ტაბლიაშვილი, მ. "პოლიფონიის შესახებ ახალგაზრდა ქართველ კომპოზიტორთა კამერულ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში" (ჟ. `კავკ. მაცნე", №14. 2006); წგნ "ჩვენ - საქართველოს ქალები", თბ., 2007; ლომაძე, ნ. "მ. ვირსალაძე - მუსიკის შექმნის საიდუმლო", ჟ. "ცხელი შოკოლადი", 2006. 22. 12; ნიქაცაძე, ა. "ფესტივალი "საქ-ART-ველო", ჟ. "მუსიკა", 2013. №2; "მაკა ვირსალაძის საერთაშორისო გამარჯვება", ჟ. "მუსიკა", 2015 №1.

წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 დეკემბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved