ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ჯაფარიძე მზია
ჯაფარიძე მზია
დაიბადა : 29.08.1957
კატეგორია : მუსიკისმცოდნეები
  • ინფორმაცია

მზია ჯაფარიძე
(29.08.1957, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი, ჟურნალისტი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1971 თბ. №5 მუს. სკ., პედაგ. ლ. სიმონიშვილი (ფ-ნო), 1975 თბ. I მუს საწ., პედაგ. ლ. ნადირაძე-თაყაიშვილი (ფ-ნო), 1991 თსკ, პედაგ. რ. ქუთათელაძე (მუს. ისტ.).
 
საქმიანობა:
1994-2001 თბ. ხელოვნ. ინსტ.-ის პედაგ. (მუს. ისტ. - ქართ., რუს., დას. ევროპული). 2001-2002 თსუ მიჰყავდა მუსიკის ისტ. ზოგადი კურსი.1996-2000 საქ. მუს. საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი, ჟურნალების „მუსიკალური საქართველო" და "Musical Georgia"-ს რედაქტორი. 1995-დან გაზ. „მუსიკის", 2008-დან ჟ. „მუსიკის" რედაქტორი. 2000-2004 ავტორი და რეალიზატორი პროექტებისა (რეჟ. ნ. ადუაშვილთან ერთად): „ფოტო-ვიდეო არქივი - XXს-ის ქართული მუსიკა" (ნ. სულხანიშვილი, ილ. ზურაბიშვილი, რ. გოგნიაშვილი, ი. კეჭაყმაძე, ბ. კვერნაძე, ფ. ღლონტი, მ. იაშვილი, თ. ამირეჯიბი, ნუნუ გაბუნია, ე. მგალობლიშვილი, შ. მოსიძე, ნ. მამისაშვილი, ი. ბარდანაშვილი და სხვ.) და „ფოტო-ვიდეო არქივი - XXს-ის ქართული კულტურა" (გ. დოჩანაშვილი, მ. კოკოჩაშვილი, მ. კობახიძე და სხვ.). კომპოზ. კავშ. წევრი. 2017-დან კომპოზ. კავშ. გამგეობის წევრი.
 
ჯილდოები:
საქ. კულტ. სამინისტროს „2010-11 წწ. საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი" (ჟურნალი „მუსიკა").
 
პუბლიკაციები:
წგნ „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი" (შემდგენელ-ავტორი, რედაქტორი რ. ქუთათელაძესთან ერთად), თბ., 2015; ბუკლ. „აღმოსავლურ და დასავლური კულტურების ტიპოლოგიურ ნიშან-თვისებათა სინთეზის საკითხისათვის ქართულ მუსიკაში", თბ., 2009; საგაზ., საჟურნ. წერილები (ჟ.: „ხელოვნება", „თეატრ. და ცხოვრ.", „მუსიკა"; გაზ.: " "Georgian Times", „შვიდი დღე", „საქართველოს რესპუბლიკა", „თბ.", „მუსიკა") რამდენიმე ათეული, მათ შორის: «Золотая медаль Ираклия Беридзе», Ж. «СМ», 1988 №7; „კაცი, რომელსაც უყვარდა", ჟ. „თეატრი და ცხოვრება", 1996 №4; „მურმანის სახე ეროვნული ფენომენის შუქზე", ჟ. „თეატრი და ცხოვრებ", 1998 №5; „ქართული ეროვნული ჰიმნი და ზოგიერთი შტრიხი მისი ისტორიიდა", ჟ. „კამერტონი" 2005 №1; „ხე ნაყოფით შეიცნობა", გაზ. "Georgian Times" 1994.24.06; „ნიჭიერების, პროფესიონალიზმის დემონსტრაცია", გაზ. "მუსიკა", 1995 №9; „დაგვიანებული კომენტარი", გაზ. „მუსიკა", 1996 №8; „კონცერტინო მიმოხილველის კადენციებით", გაზ. „მუსიკა", 1997 №6-7; „ჩვენთან არის პროფესიის დაკარგვის საშიშრობა", გაზ. „მუსიკა", 1997 №6-7, იქვე „სტუმრად ისრაელის კომპოზიტორთა კავშირში"; „მომავლის იმედით" გაზ. „მუსიკა", 1999 №7; „დიმიტრი არაყიშვილი - 125", ჟ. „მუს. საქ." 1999 №1; „უპირველესად სიყვარული", გაზ. „მუსიკა", 2000 №3; „ნიკო სულხანიშვილის დაკარგული მემკვიდრეობა", ჟ. „თეატრი და ცხოვრება", 1999 №5, 2000 №1; „ოპერა „ქრისტინეს" პარტიტურა მიკვლეულია", გაზ. „მუსიკა", 2000 №5; „თბილისის იპოლიტოვ-ივანოვის სახ. VI მუს. სკოლა - 90", ჟ. „მუსიკა", 2008 №1; „გიორგი ჩუბინიშვილი - 120", აფხაზეთის სულიერებისა და კულტ. ცენტრის ბიულეტები, თბ., 2009 №7(5); „თელავის ფესტივალი და გ. ყანჩელის "Ex contrario", ჟ. „მუსიკა", 2010 №2; „ქართული მუსიკის სიახლენი პრობლემების შუქზე (კამერ. მუს. კონც.)", ჟ. „მუსიკა", 2011 №2; „გული მაინც პირველია და უმთავრესი" (ინტერვიუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II-სთან), ჟ. „მუსიკა", 2012 №4; „საჩუქარი ბავშვებს" (საბავშვო მუს. თეატრი)", ჟ. „მუსიკა", 2013 №1; „ფესტივალების ქვეყანა", ჟ. „მუსიკა", 2013 №3; „მოცარტი ჩახოხბილს ვერ გააკეთებს", ჟ. „მუსიკა", 2014 №1; „თბილისის ოპერის თეატრის ხვალინდელი დღე", ჟ. „მუსიკა", 2014 №2; "SOS! ოთხი ახალი ქართული ოპერა?!" ჟ. „მუსიკა", 2014 №3; „თამარობა - როგორც იმედი", აფხაზეთის სულიერებისა და კულტ. ცენტრის ბიულეტები, თბ., 2014 №3(69); „თავისუფლება შიგნიდან მოდის", ჟ. „მუსიკა", 2015 №3; „თბილისის ოპერის თეატრის საზეიმო გახსნის ქრონიკა", ჟ. „მუსიკა" 2016, №1(26); „თავისუფალ საქართველოში ხრუშჩოვის ოცნებით", ჟ. „მუსიკა" 2016 №2; „ისტორიული კონცერტი" ჟ. „მუსიკა" 2016 №4(29), იქვე „სალხინოს სასახლის კამერატა"; „მონატრებული მუსიკოსები", ჟ. „მუსიკა" 2017 №2; „ევა ბრიუნელი - მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალი მანგლისიდან", ჟ. „მუსიკა" 2018 №1, იქვე „მატიანეს კვალდაკვალ" და სხვ.
 
წყარო:
"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 დეკემბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved