ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ადამია მარინა
ადამია მარინა
დაიბადა : 25.02.1957
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

მარინა ადამია 
(25.02.1957, თბილისი), კომპოზიტორი.

განათლება:
1976-78წწ. სწავლობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტზე, კომპოზიციის განხრით, პედაგოგი პროფეს. ნოდარ მამისაშვილი. 1978-83წწ. სწავლობდა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორიაში, თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტზე, კომპოზიციის განხრით, პედაგოგები: პროფეს. ნიკოლაი სიდელნიკოვი და ედისონ დენისოვი (კომპოზიცია, ორკესტრობა).

საქმიანობა: 
1985-86 ახალციხის მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები), ახალციხის დრამატული თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი; 1983-91წწ. თბილისის დ. არაყიშვილის სახ. მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (თეორიული საგნები). 1992-98 სწავლობდა ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკალური ფაკულტეტის დოქტორანტურაში კომპოზიციის განხრით, პედაგ. ნაიჯელ ოსბორნი. 1998 კომპოზიციის დოქტორი (PhD). 1994-96წწ. ამავე უნივერსიტეტის მუსიკალური ფაკულტეტის კომპოზიციის პედაგოგ-ასისტენტი, 1997-2003 კომპოზიციის პედაგოგი (Part-time tutor), 2003 წლიდან ამავე უნივერსიტეტის მუსikaluri დეპარტამენტის ლექტორი. 2007 წ.-დან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" ექსპერტ-კონსულტანტი, 2007-08 მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის განყოფილების გამგე, პედაგოგი; 2008 წლიდან ილიას სახელმწ. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, 2009 წ.-დან ამავე უნივერსიტეტში დააარსა მუსიკის ცენტრი, არის მისი დირექტორი და კომპოზიციის მიმართულების ხელმძღვანელი. 2010 წლიდან თბილისის ილიას სახელმწ. უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. არის მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმისა და სემინარის მონაწილე და ორგანიზატორი, მათ შორის: ედისონ დენისოვის საკომპოზიტორო ვორქშოფები (1996. ორგანიზატორი, მონაწილე), ქართული მუსიკალური ფოლკლორის ვორქშოფები (1996, 1997, 2001, 2003 ორგანიზატორი, მონაწილე), სერგეი პეტრაკოვის კონცერტი და ვორქშოფები (1996 ორგანიზატორი), მე-20 საუკუნის ქართული და ბერძნული მუსიკა (1998. ორგანიზატორი, მონაწილე), War Child-ი საქართველოში (1999. ორგანიზატორი, მონაწილე) და სხვ. მიღებული აქვს მრავალი გრანტი: ედინბურგის თანამედროვე ხელოვნების ფონდის (1994), ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის (2000), შოტლანდიის ხელოვნების საბჭოს (2001, 2005), ედინბურგის თანამედროვე ხელოვნების ფონდის (2003), BBC შოტლანდიის ორკესტრის (2008) და სხვ. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

წოდებები, ჯილდოები:
პრემია "Creative Scotland" (შოტლანდია, 2001).

თხზულებები:
ინსტრუმენტული კონცერტები: სავიოლონჩელო (პირველი შესრულება - თბილისი - 1976; მოსკოვი - 1977); სავიოლინო (პირველი შესრულება - მოსკოვი, 1983); კამერულ-ინსტრუმენტული: 3 სიმებიანი კვარტეტი (1978, 1982, 1997), 4 პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის (1980), 6 მინიატურა ფ-ნოსთვის (1986. პირველი შესრულება - თბილისი, 1986.25.05.). 5 ბაგატელი ვიოლ.-სთვის (1986. პირველი შესრულება - თბილისი, 1986.25.05.); არია სიმებიანი კვარტეტისათვის (ედინბურგის სიმებiani კვარტეტის დაკვეთით, 1998); ტრიო საქსოფონის, ვიოლონჩელოსა და ფ-ნოსთვის (1994). "გრავიტაცია" სიმებიანი ტრიოსათვის (2000); სონატა ჩელოსა და -ნოსთვის (1976). საფ-ნო მინიატურა; 5 სავიოლინო ბაგატელი -ნოსთან ერთად (1988). მუსიკა დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის (1986). საფ-ნო ფანტაზია (1987). 5 პიესა ფლეიტის, კლარნეტის, -ნოს და დასარტყამებისათვის (ლონდონის Endymion Ensemble”-ის დაკვეთით, 1990). 5 საფ-ნო პიესა (1992). At the Still Point of the Turning World” (შოტლანდიიდს ხელოვნების საბჭოს დაკვეთით. ანიმატორ . ლანგფორდსა და ქორეოგრაფ . დაგლასთან ერთად. მიენიწა პრემია Creative Scotland” 2001). მუსიკა თეატრალური წარმოდგენისთვის “Gravity” (ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის დაკვეთით, 2000); საორკესტრო: 3 პიესა კამერული ორკესტრისატვის (1987). ქართული ხალხური სიმღერები სიმებიანი ორკესტრისათვის (1999). 42 პიესა ორკესტრისათვის "ენქიდუს დაბადება" (1995). "ათოვდა ზამთრის ბაღებს",  3 პოემა 24 ხმისა და ორკესტრისათვის (1997). “The Restless Wood”  (შოტლანდიის კამერული ორკესტრის დაკვეთით, 2001). საგუნდო: 2 პიესა ვაჟა-ფშაველას ლექსზე (1979), 4 პიესა ხალხურ ტექსტებზე (1979), "3  ლანდშაფტი" (1980), 2 პიესა . ჭანტურიას ლექსებზე (1984); საგუნდო ციკლი . კალანდაძის ლექსებზე (1989). ვოკალური, ვოკალურ-ინსტრუმენტული: 7 სიმღერა ძველ ჩინურ პოეზიაზე სოპრანოს, ტენორისა და კამერული ანსამბლისათვის (1988). 4 რომანსი . კალანდაძის ლექსებზე (1985), 5 სიმღერა მეცო-სოპრანოსა და კამერული ორკესტრისათვის (1993) და სხვმარინა ადამიას ნაწარმოებები შესულია კრებულში "ქართველი და გერმანელი ქალი კომპოზიტორების თანამედროვე საფორტეპიანო მუსიკ. 12/12", (თანდართული CD. თბ., 2014).

შრომები:
აკუტიკური კომპოზიცია“, ნოდარ მამისაშვილის სამფაზიანი საკომპოზიტორო სისტემა“, თანამედროვე საშემსრულებლო ხერხები“, მუსიკის მიმართულების განვითარების კონცეფცია ილიაუნიში“, საშემსრულებლო და საკომპოზიტორო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კონცეფცია და განვითარება“, ილიაუნის ახალი მუსიკის ცენტრის ბაზაზე საბაკალავრო პროგრამების განსაზღვრა“, პროფესიული განათლების კონცეფციის ფორმულირება სამუსიკო და მუსიკასთან დაკავშირებულ დარგებში“.

დისკოგრაფია:
Marina Adamia, Penumbra. Hebrides Ensemble (CD); recorded at Greyfriars Kirk, 2003; Marina Adamia, Vestigia. ECAT: Music for the Adventurous (CD); recorded at the Queens Hall, Edinburgh, 2003; Marina Adamia, Reflections in the Mirror. New Music for Scotland: Music for the Adventurous (CD); recorded at the Queens Hall, 2008 da sxv. http://www.armazi.demon.co.uk/adamia.html
"Homage” კლარნეტის, ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (Pendulum Series, Edinburgh-ის დაკვეთით. პირვ. შესრულება: The Artisan Trio, Queen’s Hall, ედინბურგი, 2013; სანკტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “From the Avant-garde to the Present Day. Continuation 4”, 2015); “The Birth of Enkidu” სიმფონიური ორკესტრისთვის (BBC-ის დაკვეით. პირვ. შესრულება: ედინბურგის უნივერსიტეტის კამერული ორკესტრი, დირიჟორი ედვარდ ჰარპერი, Queen’s Hall, ედინბურგი, 1995, 1-ლი რედაქცია; BBC Scottish Symphony Orchestra, დირიჟორი კლემენტ ფაუერი, City Halls, გლაზგო, 2008, მე-2 რედაქცია);  Reflections in the Mirror ვიოლიონოსა და ფ-ნოსათვის. პირვ. შესრულება: ული ფენერი და პიტერ ევანზი, Queen’s Hall, ედინბურგი, 2008; In sooth I know not why I’m so sad, მულტიმედია კომპოზიცია. დამკვეთი: შოტლანდიის ხელოვნების საბჭო. შესრულება: Norman Douglas and Co, ბერლინი; დრეზდენი, 2005-2006 • მარინა ადამია. Vestigia სიმებიანი კვარტეტისათვის. დამკვეთი: ედინბურგის თანამედროვე ხელოვნების ფონდი (ECAT); შესრულება: Emperor Quartet, Queen's Hall, ედინბურგი, 2003 • მარინა ადამია. The Little Drummer Boy, მულტიმედია კომპოზიცია (სიმფონიური ორკესტრის და პანტომიმისთვის). დამკვეთი: ედინბურგის St Mary's Music School. შესრულება: წმ მერის სპეციალური სამუსიკო სკოლის ორკესტრი, დირიჟორი ჯონ გრუნდი. Greyfriars Kirk, ედინბურგი; St Mary’s Parish Church, ჰადინგტონი, 2003 • მარინა ადამია. Penumbra კლარნეტის, ალტის, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. დამკვეთი: შოტლანდიის ხელოვნების საბჭო. შესრულება: Hebrides Ensemble. Greyfriars Kirk, ედინბურგი; Cowdray Hall, აბერდინი; South Room, გორდონზთაუნ, Music Club, სენთ-ენდრიუზ, 2002 • მარინა ადამია. At the Still Point of the Turning World, მულტიმედია კომპოზიცია (მუსიკა, ანიმაცია და ცეკვა). დამკვეთი: შოტლანდიის ხელოვნების საბჭო; შემოქმედებითი შოტლანდიის ჯილდო. შესრულება: დი აიზექსი, პიტერ ევამზი და ჯონ ფოულთერი. Tron Theatre, გლაზგო (2001); Norman Douglas and Co, თანამედროვე ბალეტის ფესტივალი, ვერონა, 2002 • მარინა ადამია. A ’Choille Luaineach (The Restless Wood). დამკვეთი: შოტლანდიის კამერული ორკესტრი (SCO). შესრულება: შოტლანდიის კამერული ორკესტრი (SCO) და SLYMM ორკესტრი, დირიჟორი სტივენ დიზლი. Portree Community Centre, სქაი, 2001 • მარინა ადამია. Gravity სიმებიანი ტრიოსთვის. დამკვეთი: ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი. შესრულება: ქათრინ გრილი, მაირი ქემფბელი და რობინ მეისონი. Traverse Theatre, ედინბურგი; Tramway Theatre, გლაზგო; macRobert Hall, სტერლინგი; Brunton Theatre, მასელბორო; Howden Park Centre, ლივინგსტონი, 2000 • მარინა ადამია. Georgian Folk Songs სიმებიანი ორკესტრისათვის. დამკვეთი: შოტლანდიის ქველმოქმედ მუსიკოსთა ორკესტრი. შესრულება: ‘Concert for the Children of the Caucasus’, ქველმოქმედ მუსიკოსთა ორკესტრი, დირიჟორი სტივენ დიზლი. Café Graffiti, ედინბურგი, 1999 • მარინა ადამია. Three Bagatelles ჩელოსა და ფორტეპიანოსვის. დამკვეთი: დი აიზექს და ალის მალი. შესრულება: დი აიზექს და ალის მალი. Reid Hall, ედინბურგი, 1999 • მარინა ადამია. Six Pieces for a Violet Loving Girl. შესრულება: კოლინ ქინგზლი, Reid Hall, ედინბურგი, 1999 • მარინა ადამია. Aria for Strings სიმებიანი კვარტეტისთვის. დამკვეთი: შოტლანდიის ხეოვნების საბჭო და ედინბურგის სიმებიანი კვარტეტი. შესრულება: Edinburgh String Quartet, Reid Hall, ედინბურგი, 1998 • მარინა ადამია. Five Bagatelles for Ensemble კამერული ანსამბლისთვის. დამკვეთი: One Voice Ensemble, ედინბურგი. შემსრულებელი: One Voice Ensemble, ედინბურგის Queen’s Hall, 1997 • მარინა ადამია. Five Pieces for Piano. შესრულება: ალექს თეილორი. Purcell Room, ლონდონი, 1997 • მარინა ადამია. Science Fiction, ტრიო საქსაფონის, ჩელოს და ფორტეპიანოსათვის. დამკვეთი: ედინბურგის თანამედროვე ხელოვნების ფონდი (ECAT); შესრულება: NKG ანსამბლი, Queen’s Hall, ედინბურგი; საკონცერტო დარბაზები, აარჰუსის, კარლსრუე და ფრანკფურტი, 1995 • მარინა ადამია. Bagatelle ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. შესრულება: დი აიზექს და ინგრიდ სოიერს, Queen’s Hall, ედინბურგი, 1994 • მარინა ადამია. Five Pieces for Five Performers ფლეიტის, კლარენტის, ფორტეპიანოსა და დასარტყამი საკრავებისთვის. შესრულება: Endymion Ensemble, Almeida Theatre, ლონდონი, 1994 • მარინა ადამია. ექვსი საფორტეპიანო მინიატურა. შესრულება: მაია ნარიმანიძე, კონსერვატორიის დიდი დარბაზი, თბილისი; კონსერვატორიის მცირე დარბაზი, ნიჟნი-ნოვგოროდი, 1985 • მარინა ადამია. ოთხი რომანსი ანა კალანდაძის ტექსტებზე სოპრანოსა და კამერული ანსამბლისათვის. შესრულება: ტრანსკავკასიური გაზაფხულის ფესტივალი, სომხეთი, 1985 • მარინა ადამია. კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის. შესრულება: ნაზიმ ამედოვი (ვიოლინო), მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრი, დირიჟორი ვლადიმერ კოჟუხარი, კომსერვატორიი დიდი დარბაზი, მოსკოვი, 1983 • მარინა ადამია. ორი გუნდი ვაჟა-ფშაველას ტექსტებზე. შესრულება: თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი, დირიჟორი გივი ბოლაშვილი, მოსკოვის კონსერვატორიის თეთრი დარბაზი, 1979 • მარინა ადამია. სიმებიანი კვარტეტი №1. შესრულება: მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტთა კვარტეტი, კონსერვატორიის თეთრი დარბაზი, მოსკოვი, 1978 • მარინა ადამია. სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. შესრულება: მიხეილ ხოშტარია და ნანა ხუბუტია, კონსერვატორიის დიდი დარბაზი, თბილისი, 1976; კონსერვატორიის მცირე დარბაზი, მოსკოვი (1977).

უკან

2022 სექტემბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2022 All rights resaved