ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ქერეჭაშვილი თამარ
ქერეჭაშვილი თამარ
დაიბადა : 16.09.1967
კატეგორია : მუსიკისმცოდნეები
  • ინფორმაცია

თამარ ქერეჭაშვილი
(16.09.1967, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1986 თბ. III მუს. სასწ. თეორ. განყ., 1991 თსკ, პედაგ. რ. წურწუმია (მუს. ისტ.). ხელოვნებათმცოდნ. კანდიდ. (2006. დისერტ. თემა "კინოსა და მუსიკის ურთიერთობის საკითხები გ. ყანჩელის შემოქმედების მაგალითზე"), აკად. დოქტორი.
 
საქმიანობა:
1989-93 საქ. კომპოზ. კავშ. მუს. საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი. 1993-2000 ხელოვნების და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი გაზეთებში: "Georgian Times", "დილის გაზეთი", "ქომაგი", "ქართული სიტყვა", "24 საათი“ (რუბრიკა "დედაქალაქი"-ს რედაქტ.); თანამშრომლობდა: გაზ. "ახალი ეპოქა", ჟ.: "ამარტა", ჟ. "მუსიკა" და სხვ. 2004-დან ვ. სპივაკოვის ფონდის ოფიციალური წარმომადგენელი საქ.-ში, ერთ-ერთი ორგანიზატორი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "მოსკოვი ხვდება მეგობრებს". 2006-11 კინოსტუდია "დამოუკიდებელი კინოპროექტის" PR მენეჯერი, პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი.; მუს. რედაქტორი მხ. კ/ფ.: "სახლი სიხარულისა" (2007), "ქუჩის დღეები" (2009). მოსკოვის საერთაშ. კინოფესტივალის პრეს-ჩვენების, ვ. ჩარკვიანის პერსონ. გამოფენის (2007 წ. ასტანა - თანამედ. ხელ. მუზ.), ლ. პაატაშვილის პერსონ. გამოფენის (2009. თბ. გალერეა "ვანდა") ორგანიზატორი. "ქართული კულტურის ფენომენი" - ვიდეოარქივი (ინტერვიუები გამოჩენილ რუსული კულტურის მოღვაწეებთან); 2006-დან "ნიჭიერ ბავშვთა დახელოვნების ცენტრის "ინტეგრაცია XXI", 2012-დან საერთაშორიო კულტ. ცენტრის "ინტეგრაცია XXI" დამფუძნებელი; პროექტის "საუბარი ხელოვნებაზე" ავტორი და ორგანიზატორი (2007-2011 "ქართული სასწავლებელი"); კომპოზ. კავშ. წევრი. კინომემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ფედერაციის (ბელგია) წევრი.
 
პუბლიკაციები:
წგნ "ნიკოლოზ ცისკარიძე. ცისკრის ვარსკვლავი", თბ., 2014; 200-ზე მეტი წერილი, მათ შორის: "რ. ვაგნერი - "ნიბელუნგების ბეჭედი" (სანკტ-პეტერბურგი, მარინის თეატრის დადგმა); "ქართული ესტრადის დღევანდელი სახე", "რობერტ სტურუას მასტერკლასი", "ქართული კინოს პრობლემები", "ფესტივალი ბრავო" (1998 ფესტივალის მიმოხილვა, ინტერვიუ რ. ბრუზონთან, კ. რიჩარელისთან, გ. როსისთან); "ექსკლუზიური ინტერვიუ ნ. ცისკარიძესთან", "დილის გაზ." 1999.28.06; ინტერვიუ ე. ბოლქვაძესთან, ჟ. "ქომაგი", 2000 №14; "ALL That Jazz", ჟ. "მუსიკა", 2010 №2; ინტერვიუ ჯ. კახიძესთან, ჟ. "მუსიკა", 2010, №2-3; "შემოდგომის თბილისი", ჟ. "ქომაგი", 2000 №23; "მშვიდობით, XX საუკუნევ!", ჟ. "ქომაგი", 2000 №26; "ისევ "კარმენი" ჩვენი მღელვარებისა", "დილის გაზ.", 1999.22.05; ექსკლუზიური ინტერვიუები: ა. ფრეინდლიხი, ლ. ახეჯაკოვა, ა. კალიაგინი, ო. ბასილაშვილი, ა. ფილიპენკო, ა, ბიტოვი, ე. ვირსალაძე, მ. იაშვილი, პ. ბურჭულაძე, მ. კობახიძე, გ. ყანჩელი და სხვ.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2022 ოქტომბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2022 All rights resaved