ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ცაბაძე კახა
ცაბაძე კახა
დაიბადა : 14.09.1959
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

კახა ცაბაძე
(14.09.1959, თბილისი), კომპოზიტორი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1977 თბ. "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. ც. კარგარეთელი (ფ-ნო), პარალელ. პედაგ. რ. გაბიჩვაძე (კომპოზიც.), 1982 თსკ, პედაგ. ა. ბალანჩივაძე (კომპოზიც.). 1983-84 ასისტენტურა-სტაჟირება იმავე პედაგოგთან.
 
საქმიანობა:
1982-დან თბ. I მუს. სასწ.-ის პედაგ. (კომპოზიც., თეორ. საგნ.). 2003-დან თბ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დრიჟორ-პედაგოგი, 2014-დან მუს. სექტორის ხელმძღვ.; 2008-2017 საქ. კომპოზ. კავშ. თავმჯდომარე, 2011-17 თბ. ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის დირექტორი.  კომპოზ. კავშ. წევრი.
 
ჯილდოები, პრემიები:
მრ. პრემია საქ. კომპ. კავშირისა და კულტ. სამინისტროს კონკურსებში. წოდებები, ჯილდოები: ბორჯომის საპატ. მოქალაქე (2006), თბ. საპატ. მოქალაქე (2012).
 
თხზულებები:
კონცერტ.: ფაგოტისა და ორკესტრისათვის (პირვ. შესრ. 1988), ალტისა და ორკ.-თვის (პირვ. შესრ. თბ. 1986), კონცერტინო ფ-ნოსა და სიმებ. ორკ.-თვის (I პრემია, კულტ. სამინისტროს კონკ.). კლარნეტის კონცერტი (საქ. კულტ. სამინისტროს I პრემ.; პირვ. შესრ. „თელავის საერთ. მუს. ფესტივალი" 2015.10.10.); Concerto grosso ხის ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყამი ინსტ. (პირვ. შესრ. 1984). კამერ.-ინსტრ.: სიმებ. კვარტ. №1 (პირვ. შესრ. 1988.17.12.); სიმებ. კვარტ. №2 (პირვ. შესრ. 1995.27.04.); საფ-ნო პიესების ციკლი (პირვ. შესრ. 1995.11.05.); საბავშვო პიესები ფ-ნოსთვის; „პატარა პოემა" ჩელოსა და ფ-ნოსთვის (პრემირებული), „პატარა თემა „თეატრალური ნიღბები" (I პრემია, 2015). მათ შორის, საბავშვო პიესები „პეპი გრძელი წინდა" და „წვიმა" - თბ. ნორჩ მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის სავალდებულო პროგრამაში. პიესები სხვადასხვა ინსტრუმენტებისთვის: ფ-ნო, ვლნჩ, ვიოლინოსათვის და სხვ. გუნდები, a cappella : „ელეგია", „მრავალჭირვარამგადანახადი" და სხვ. რომანსები, მათ შორის მ. მაჭავარიანის და გ. ჩოხელის ლექსებზე (2014. საქ. კულტ. სამინისტროს I და III პრემია, 2014). მუს. მხ. კ/ფ.: „სამი ამბავი ტელეფონით" (1984. რეჟ. ნ. გარდაფხაძე). მხ. დოკ/ფ.: „დავით და კონსტანტინე" (2000. რეჟ. გ. გელაშვილი). მიუზიკლები: „ას წელიწადში ერთხელ" (თანაავტორი გ. ცაბაძე. პრემ. 1988. თბ. მუს. კომედიის თეატრი.). „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" (პრემ. გორი. 1986.). საბავშვო: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა", „ზამთრის ზღაპარი" (ორივეს მიენიჭა საქ. კულტ. სამინისტროს პრემია). „მზის ყვავილი" (პრემ. გორი, 1988). მუს. დარმ სპექტ.: თბ., სოხუმი, გორი, თელავი, ქუთაისი, ბოლნისი; საესტრადო სიმღერები (100-ზე მეტი), მათ შორის: „ყვავილების მიწა", „ალიონზე გამიღიმა თბილისმა", „ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ", „სიმღერებით შემოვივლი თბილისს", „თბილისური დილა", „აღსარება", საბავშვო: „წვიმა", „მამულო", „ბედნიერი დილა", „საახალხწლო კარნავალი" და სხვ.
 
დისკოგრაფია:
2 დისკიანი CD ალბომი საესტრადო სიმღერების. „სანო სტუდია", 2013.
 
ლიტერატურა:
ჯაფარიძე, მ. ინტერვიუ კ. ცაბაძესთან, ჟ. „მუსიკა", 2010 №3; წულუკიძე, თ. „ჩვენო თბილის-ქალაქო" ანუ ძველი თბილისის მუსიკალური ბოჰემა", ჟ. „მუსიკა" 2012 №4; სარედაქც. წერილი „ახალი ლაურეატები", ჟ. „მუსიკა" 2015 №1 და სხვ.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 აპრილი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved