ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
დუღაშვილი ნუნუ
დუღაშვილი ნუნუ
დაიბადა : 07.02.1939
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

ნინო (ნუნუ) დუღაშვილი
(07.06.1938, თბილისი), კომპოზიტორი.

განათლება:
თბ. "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. მ. აგლაძე (ფ-ნო), ა. შავერზაშვილი (კომპოზიც.), 1959 თსკ, პედაგ. ა. ბალანჩივაძე (კომპოზიც.).

საქმიანობა:
1959-62 საქ. სახელმწ. კინოსტუდიის დოკ. კ/ფ მუს. განყ. რედაქტორის მოადგილე, შემდეგ რედაქტორი. 1965 საქ. ტელერადიოკომიტეტში კ. გარდაფხაძის, შ. სალუქვაძის, ს. ლაფაურის და ნ. დ-ის თაოსნობით დაარსდა სატელევიზიო გადაცემებისა და ტელეფილმების მუს. გაფორმების განყ., სადაც 1989-მდე მუშაობდა განყ. უფროსად. 1964 პრაღაში, საერთაშ. ჯაზ-ფესტივალისთვის ნ. დ.-მა შექმნა სიმღერა "ქართული ხალხური რომანსი". სიმღერის ავტორს მიაკუთვნეს I პრემ., ხოლო შემსრულებელს, გ. ჩოხელს - ოქროს მედალი. ნ. დ-ის სიმღერა "ბლიუზი", დაწერილი 1968 ზანგურ ინტონაციებზე, ერთი წლის განმავლობაში სრულდებოდა აშშ-ში. საქ. სახელმწ. ტელევიზიის პროგრამის ყოველდღიური გადაცემები იწყებოდა და მთავრდებოდა ნ. დ-ის სიმღერის "გადამრიე, გადამრიეს" (1975) მოტივით, ასევე საინფ. პროგრამა "მოამბე" გაფორმებული იყო ნ. დ-ის მელოდიებით - "პატარა ჰიმნი" (1975-90) და "ქართულო მიწავ" (1990-92). მისი სიმღერები შედის მრ. ქართვ. მომღერლისა და ანსამბლის რეპერტუარში.

წოდებები, ჯილდოები:
საქ. სსრ ხელოვნ. დამსახ. მოღვ. (1983). ა. წერეთლის პრემია (1993). ღირსების ორდენი (1998). თბ. საპატ. მოქალაქე (2004). კომპოზ. კავშ. წევრი. ნ. დ-ის ვარსკვლავი გაიხსნა თბ. დიდ საკონც. დარბაზთან 2012.

თხზულებები:
მუს. კომედ. "თავქარიანები". საცეკვაო სიმფ. ორკესტრისათვის, საორკ. პიესა "დედა". საფ-ნო კონც. კამერ. ინსტრ.: საფ-ნო სონატა. საფ-ნო, სავიოლ. პიესები. საესტრ. სიმღ., მათ შორის: "ჰიმნი კახეთს", "ქართულო მიწავ", "ჰიმნი საქართველოს", "იმერეთის ნიავო" (1975წ. პრემ. საუკეთესო სიმღერა), "სიმღერა ქუთაისზე", "კიდევ ერთი სადღეგრძელო", "მე თბილისის მოტრფიალე ვარ", "თბილისო - სიყვარულო, თბილისო - სიხარულო", "აღარ მიყვარხარ", "თათრის გოგონა", "არაბი ხარ?", "სოლოლაკი, სოლოლაკი", "ორმოცდაათის მერე", "გადამრიე, გადამრიე" "სადღეგრძელო", "თბილისო სიყვარულო", "რუსთაველის პროსპექტი", "ფიროსმანის ქალაქი" და სხვ. სიმღერები ჯაზორკესტრისა და ჯაზის მომღერლებისთვის: "სიმღერა სიყვარულზე", ვოკალიზი ჯაზკვარტეტისთვის, "ისევ მაისი" სოლისტისა და ჯაზ-კვარტეტისთვის, "ქართულო მიწავ" (1985წ. პრემ. საუკეთესო სიმღერა), "თოვს, თოვს", "სიყვარული", (სოლისტისა და ბიგ-ბენდისთვის), "ჩემი სიმღერა", "გზაში". მუს. მხ. კ/ფ.: ტვ. მ/მ "არღანი" (რეჟ. გ. კალატოზიშვილი,1967); ტვ/ფ "ხსოვნა" (რეჟ. გ. ვეფხვაძე, 1989.). დოკ./ფ "სათაფლია" (1960. რეჟ. რ. ჭიაურელი), "ციმბირის პაპა"(რეჟ. გ. ვეფხვაძე, 1968); "სექტანტები" (რეჟ. ვ. ალავიძე, 1960); "მუსიკალური მოგზაურობა" (რეჟ. ო. გურგენიძე,1961); "რიონის ხეობა" (რეჟ. შ. ჩაგუნავა,1962); "ქალაქი მთაში" (რეჟ. გ. ჟვანია, 1968) და სხვ.

ლიტერატურა:
საგაზ., საჟურნ. წერილ., მათ შორის: ქავთარაძე, ნ. "ნ. დუღაშვილი", გაზ. "ლიტ. საქ." 1983.198.11; მარდალეიშვილი, ვ. "დარდო ჩემო და, ჩემო თბილისო", გაზ. "საქ. რესპ." 2004.30.11; იორდანიშვილი, დ. "ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე, მაპატიოს ჩემმა თბილისმა", ჟ. "მუს. საქ." 2005; წულუკიძე, თ. "მე თბილისის მოტრფიალე ვარ", ჟ. "მუსიკა", 2008 №1; მესხი, თ. "ნ. დუღაშვილი", ჟ. "მუს. საქ." 2009 №7; ქავთარაძე, ნ. "სიმღერა, რომელსაც უკვდავება უწერია", ჟ. "მუსიკა" 2012 №3; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. თბ., 2012. 

წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 ოქტომბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved