ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
მაქარაშვილი ლელა
მაქარაშვილი ლელა
დაიბადა : 03.01.1968
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

ლელა მაქარაშვილი 

(03.01.1968, თბილისი) - კომპოზიტორი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1986 თბ. "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. თ. ფხაკაძე (ფ-ნო), მ. დავითაშვილი (კომპოზიც.), 1991 თსკ, პედაგ. ო. თაქთაქიშვილი, ნ. მამისაშვილი (კომპოზიც.).
 
საქმიანობა:
1996-99 დ. თორაძის სახ. მუს. სტუდიის პედაგ. (კომპოზიც., ფ-ნო). 1999-2002 თსკ პედაგ. (კომპიუტერული მუს. პროგრამები). 2002 სტაჟირება მოსკ. კონსერვატ. ელექტრო-აკუსტიკურ სტუდიაში "ტერმენცენტრი". 2003-05 "დები ჭოხონელიძეების საბავშ. სტუდიის" ხმის რეჟისორ-ოპერატორი. 2005-07 ფოლკ. ანს. "სათანაოს" წევრი. 2005-დან გამომცემლობა "დიოგენეს" მუს. მასალის კომპიუტერული უზრუნველყოფა. 2004 პროექტ "მზევ შინ შემოდიო" სანოტო კრ.-ის კომპიუტერული ვერსიის შემქმნელი, მომღერალ-შემსრულებელი. 1997-2007 თსკ ხალხ. მუს. შემოქმედების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი (საარქივო აუდიო მასალის ციფრულ მატარებლებზე გადატანა, კომპიუტერული დამუშავება, არქივიზაცია-კატალოგიზაცია). 2012-13 თბ. ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მუს. კომპიუტერული კონვერტაცია). 2011 სანოტო კრ. "აღდგომის საგალობლები და სიმღერები" იდეის ავტორი, შემსრულებელი და თანარედაქტორი. კომპოზ. კავშ. წევრი.
 
პრემიები:
კონკურს. ლაურ.: II პრემია (საქ. კულტ. სამინისტროს, საქ. კომპ. კავშირის საბავშვო სოლო და საანსამბლო სიმღერების კონკურსი).
 
თხზულებები:
სიმფ.: "სიმფონიეტა" დიდი სიმფ. ორკ.-სათვის (1991). მუს. სპექტაკლი "საახალწლო ზღაპარი" (პირვ. შესრ. 1998). საბავშვო მინი-მიუზიკლი "დათუნია დრუნჩა". კამერ. ვოკ., კამერ ინსტრ.: "მოლოდინი" კამერ. ორკ. და სოლისტისათვის (2007). სიუიტა არფისა და სიმებ. კვარტეტისათვის (2006). "ერთხელ" ვოკალის, არფისა და ელექტრონული ჩანაწერისათვის. ვოკ. ციკლი ე. ერისთავის ლექსებზე (2003). "პერფორმაცია" სოლისტისა და ელექტრო ჩანაწერისთვის (2000. პირვ. შესრ. 2000.11.02.). პიესები ვიოლ. და ფ-ნოსთვის (1999. პირვ. შესრ. 2004). საფ-ნო პიესები (1999. პირვ. შესრ. 2002). მუსიკა ჯაზ-ბენდისათვის. მინიატიურები სიმებ. კვარტეტისათვის. გუნდი "ჩემი ვედრება". საბავშვო და საესტრადო სიმღერები, მათ შორის: "საახალწლო", "დაბადების დღე", "ლურჯი ცა", "ზრაპარ-იყო", "სიზმარი", «Как мало нужно», «Тревога», «Весна», "მთაწმინდის მთვარე" (ეძღვნება ა. წულუკიძეს), და სხვ. რომანსები "მე ლამაზი მეგობარი მყავდა", "პაწაწინა რტო ვარ". მუს. დრამ. სპექტ. და კინოსათვის.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved