ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
სოხაძე ირმა
სოხაძე ირმა
დაიბადა : 28.11.1956
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

ირმა სოხაძე
(28.11.1956, თბილისი), მუსიკისმცოდნე, კომპოზიტორი, პიანისტი.

 

განათლება:
4 წლის ასაკში სპი საესტრ. ორკ.-ის სოლისტი (ხელმძღვ. ი. ტუღუში). დებიუტი ესტრადაზე 1961 თბ. ოპ. თეატრ. სცენაზე გამართულ სპი-ის ოლიმპიადის დასკვნით გალა-კონცერტზე. 8 წლის ასაკში ი. ს. მიიწვიეს საქ. სახელმწ. ორკ.-ში "რერო". დაამთავრა: 1974 თბ. "ნიჭიერთა ათწლედი", 1979 თსკ, პედაგ. თ. ამირეჯიბი (ფ-ნო.), პარალელ. სწავლობდა თსკ მუსმც. ფაკ.-ზე.

 

საქმიანობა:
1972-დან ვოკ. კვარტ. "თბილისის" (ხელმძღვ. რ. ასათიანი) სოლისტი. 1982 ი.ს.-ის თაოსნობით საქ. ტელევიზ. ბაზაზე შეიქმნა საბავშვო მუს. თეატრი, 1983-დან ეს კოლექტივი დაფუძნდა როგორც "საბავშვო ქალაქ მზიურთან" არსებ. საბავშ. მუს. თეატრი. 1987 საბავშვო თეატრმა გაიმარჯვა მოსკ., საერთაშ. საბავშვო თეატრ. დათვალიერებაში, რის შემდეგაც, საკონც. ტურნე გამართა აშშ-ში. გასტრ. გაშუქდა აშშ პრესასა და ტელევიზიაში. ი. ს. 1980 საქ. ტელევიზიის I არხის მუს. და გასართობი პროგრამების შემოქმ. გაერთიანების რედაქტორია, 2000-დან გენერალ. დირექტ. მოადგილე. კომპოზ. კავშირის წევრი. ვარსკვლავი გაიხსნა თბ. დიდ საკონც. დარბაზთან 2014.

 

წოდებები, ჯილდოები:
საქ. სსრ დამს. არტ. (1988), საქ. სსრ სახალხო არტ. (1989), საქ. ღირსების ორდენი (1998). 

 

თხზულებები:
საბავშვო მიუზიკლ.: "ზღაპარ-ქალაქი", "ზღაპარ-ქალაქი 2" (მუს. და ტექსტი ი. სოხაძის. გამოვიდა 2 ფირფ.-გიგანტი); "ნაძვნარა ტყის ზღაპარი" (ლიბრ. გ.ჭიჭინაძე). მონო-ოპერა: "სინაზე" (ა. ბარბიუსის ამავსახელიანი ნოველის მიხ. დაიწერა და დაიდგა მოსკ. ოპერეტ. თეატრ. დაკვეთით, იმავე სცენაზე. მთ. პარტიას ასრულებდა ავტორი. პრემ. 1988). სიმღერა: "ჯერ ქალებს გვესროლეთ" (მიძღვნ. 1989წ. 9 აპრილისადმი). საავტორო ტელეგადაც.: "პროგრამის დასასრულს", "ავტოგრაფი", "მუსიკალური ოქტაგონი". მათთან ერთად გასტრ.: ანს. "რეროსთან" ერთად საკავშ. მიუზიკლ-ჰოლის გასტრ. (პარიზი, "ოლიმპიის" სცენა. 1966). იაპ. (1977), გფრ (1978), ინგლ. (1979), საფრ. (1979), იუგოსლ. (1981), დანია (1980. ყველა ვოკ. კვარტ. "თბილისთან" ერთად). საკონც. ტურნე ისრაელში (1989).

 

დისკოგრაფია:
«Оранжевая песенка», «Мелодия» Д 00016405-61б, 1966.; «Зачем», «Мелодия» 33Д-00023827, 1968; «Город-сказка» : мюзикл для детей. Тб., «Мелодия», 1985.

 

ლიტერატურა:
Кесанашвили, Т. «Поет Ирма Сохадзе», газ. «Заря Вост.» 1972.24.12; ჯაფარიძე, ნ. "ახალგაზრდა მომღერლის კონცერტზე", გაზ. "კომუნ." 1973.03.01; ნადირაძე, ი. "ახალგაზრდა პიანისტის კონცერტზე", გაზ. "კომუნ." 1973.28.11; Алексеева, Н. «Поет И. Сохадзе», ж. «Огонек», 1980 №1; რედაქციისგან "ქართული სიმღერის საღამო", ჟ. "მუსიკა", 2010 №2. უცხოური პრესა. 

წყარო: 
"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე,  თბ., 2015.

უკან

2022 ოქტომბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2022 All rights resaved