ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
გაბუნია ნუნუ
გაბუნია ნუნუ
დაიბადა : 18.07.1941
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

ნუნუ გაბუნია
(18.07.1941, თბილისი), კომპოზიტორი, მომღერალი (სოპრანო).
 
განათლება:
დაამტავრა: 1955 თბ. №3 მუს. სკ., პედაგ. მ. ჭავჭანიძე (ფ-ნო), 1958 თბ. I მუს. სასწ., პედაგ. შ. მშველიძე (კომპოზიც.), 1966 თსკ, პედაგ. ვ.ა. დავიდოვა-მჭედლიძისა (ვოკალ.), პედაგ. ი. ტუსკია, ა. შავერზაშვილი (კომპოზიც.).
 
საქმიანობა:
1961-2003 საქ. ტელერადიო კომიტეტის მუს. გადაცემების რედაქტ., მუს. კოლექტივების გენერალ. დირექტ. 1998-2003 საქ. ხელოვნ. მუშაკთა სახლის სამხ. ხელმძღვ.; საესტრ. სიმღ. საერთაშ. კონკ. ჟიურის წევრი (აშშ, რუს., უკრ., სომხ., ყაზახ. და სხვ.). რადიოგადაცემები: ქართ. და უცხოელ კომპოზ., მათ შორის: ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი, მ. დავითაშვილი, შ. მშველიძე; თვ. გადაც., მათ შორის: ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე.
 
წოდებები, ჯილდოები:
საქ. სსრ ხელ. დამს. არტ. (1977). ქ. ატლანტას (აშშ. 1990) და თბ. (2011) საპატ. მოქალაქე. სიგელები, მედლები. საქ. კომპოზ. კავშ. მდივანი. გამგეობის წევრი. კომპოზ. კავშ. წევრი. ნ. გ.-ს პორტრ.: ვ. ლევიცკი (გრაფიკა. 1985). ვარსკვლავი გაიხსნა თბ. დიდ საკონც. დარბაზთან 2012.
 
თხზულებები:
სიმფ.: სიუიტ.: "თბილისობა" (1992. პირვ. შესრ. 1993); "კუვეიტური ჩანახატები" (1994); სიმფ. სურ. "თბილისობა" (პირვ. შესრ. 1995.10.05.); 2 საბალ. სიუიტა, საცეკვაო სიუიტა; ოპ.: კამერული "იმპრესარიო კანარის კუნძულებიდან" (1987. პრემ. სვერდლოვსკი, 1988); საბავშ. "ზამთრის სიზმარი" (1966). ოპერეტ.: "პროვინციელი ქალიშვილები" (პრემ. 1983.07.01. ცხინვალი), "გაყრა" (1980), "აბლაბუდა", "კინტო" (პრემ. 1997.05.06.), "ნანა მღერის სიყვარულზე" (1989). მიუზიკლები: "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" (1995. პრემ. რუსთავი, თბ., 2015), "ბუ და პატარა ობობა" (პრემ. რუსთავი, თბ., 1997), "კონკია" (პრემ. რუსთავი. 2002), "დედის წინ რომ კვიცი გადახტება" (პრემ. ზუგდიდი. 1989), "ფიფქიას სკოლა" (მუს. თოჯინების თეატრისთვის 1961), "ობობას თავგადასავალი" (2003. რეჟ. ვ. ძიგუა. მხატვ. ლ. მურუსიძე. ქორეოგრ. გ. ოსეფაშვილი. პრემ. მუს. კომედ. თეატრ. 2003). ბალ.: "ქალიშვილი შავებში" (მ. გორკის იტალ. ზღაპრების მიხ. 1993); "სიყვარულის ტაძარი" (1990. ლიბრ. კომპოზიტორის). კამერულ ინსტრ. ნაწ.; კამერ.-ვოკ. ნაწ.: მოსკოვში გამოიცა სანოტო კრ. «Аве Мария» (1991), სადაც შეტანილია მსოფლიოს საუკეთესო 18 "ავე მარია" (ქერუბინი, ვერდი, ბიზე, შუბერტი, ბახი-გუნო, კაჩინი და სხვ.) შესულია ნ. გ.-ს "ავე მარია" და სრულდება მსოფლიოს მრ. დარბაზში. საესტრ. სიმღ. (400-მდე), მათ შორის: "ლეგენდა თბილისზე", "მიყვარხარ, თბილისო", "მაშინ მოვა სიყვარული", "ყველაფერს ნუ ამისრულებ, ღმერთო", "სულ ყველაფერი შენ თავს მაგონებს", "გაზაფხული, გაზაფხული", "გამახარე", "მაჩუქეთ ფრთები", "ქვეყანა ჩემი მგონია", "ბედის ვარსკვლავი", "აბა მითხარ, სად წავიდე", "გაზაფხულზე შენთან მოსვლას დავაპირებ", "ოღონდ მენდე" და სხვ. საბავშ. სიმღ. მუს. დრამატ. სპექტ.: "ადამიანი დაბრუნდა", "სადა ხარ ჩემო მებაღეო", "ნერონი", "მუხები", "ტრამალი" და სხვ. მუს. მხ. კ/ფ "წითელი პატეფონი" (1995.რეჟ. დ. აბაშიძე). მუს. მულტ/ფ., (13) მათ შორის: "მონადირენი", "ყოჩაღი ბაკურის თავგადასავალი", "სახლობანა", "კალეიდოსკოპი", "ლურჯა", "ბულბულის იუბილე" და სხვ.
 
საშემსრულებლო რეპერტუარი:
თამარი (ო. თაქთაქიშვილი "მთვარის მოტაცება" თბ., 1979. მოსკ. დიდი თეატრი 1979. 27.10.). სხვ. რეპერტ.: ტატიანა (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"); ზემფირა (რახმანინოვი "ალეკო"); დეზდემონა (ვერდი "ოტელო"); რომანს., საესტრ. სიმღ. გასტრ.: სსრკ, აშშ, უნგრ., ბულგ., გერმ., საფრ. და სხვ.
 
პუბლიკაციები:
"სამუსიკო განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი" თბ., 2013.
დისკოგრ.: «Пусть будет мир». Песни Нуну Габуния на стихи Клавдии Степченко. Тб., Мелодия, 1987; "ქვეყანა ჩემი მგონია". . გაბუნიას სიმღერები ლ. ნუცუბიძის ლექსებზე. ასრ. საესტრადო ორკ., ხელმძ. . რეხვიაშვილი. თბ., «Мелодия», 1989; CD ალბომი. "სანო სტუდია", თბ., 2009.
 
ლიტერატურა:
კვეიძე, . გაზ. "თბ." 1975.19.03; დიდიმაშვილი, . "კომპოზიტორი, ვოკალისტი", . "საქ. ქალი". 1975 №1; კვერნაძე, . გაზ. "კომუნ". 1977.25.01; Заворотна, С. «Впервые на сцене Большого», газ. «Сов. Культ.» 1979.02.11; ტორაძე, . "საზეიმო აკორდივით", გაზ. "კომუნ." 1982.16.06. "საქართველოს ცავ" (. გაბუნიას სიმღ. ახალი კრებ.) გაზ. "თბ.". 1983.29.12.; Какулия, Л., Чкония, С. «Композиторы и музыковеды Грузии», Тб. 1984; Димитриади, Н. «Всегда с песней» газ. «Веч. Тб.». 1985.19.06; მუხიგულაშვილი, . "ახალი შეხვედრა ფიფქიასთან", გაზ. "საქ. რესპ." 1997.05.03; Кутателадзе, Р. «Оказывается гномы бывают и высокие», газ. «Веч. Тб.» 1998,07.05; დიმიტრიადი, . "ძველი ზღაპრის ახალი სიცოცხლე", . "თეატრ. და ცხ." 1998 №5; ქუთათელაძე, . "გატაცებით, წრფელი გულით...", გაზ. "საქ. რესპ." 1999.18.12; გოგოლაშვილი, . "მიეცით ნიჭსა გზა ფართო", . "თეატრ. და ცხ" 1999 №5; Хашба, М. «Символ творческого содружества», газ. «Сов. Абхазия»; Димитриади Н. «Двадцать пять Аншлагов», газ. «Своб. Груз.» 1999.04.06. ჯაფარიძე, მ. ინტერვიუ ნ. გაბუნიასთან, გაზ. "მუსიკა", 2000 №5; წულუკიძე, თ. "სტუდია "დო-რე-მი", ჟ. "მუსიკა", 2009 №2-3; მესხი, თ. "ნ. გაბუნია", ჟ. "მუსიკა" 2015 №2; უცხოური პრესა.
 
წყარო:

"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე,  თბ., 2015.

უკან

2024 დეკემბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved