ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
შილაკაძე შავლეგ
შილაკაძე შავლეგ
დაიბადა : 21.02.1940
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

შავლეგ შილაკაძე
(21.02.1940, თბილისი), კომპოზიტორი, დირიჟორი, ალტისტი.
  
განათლება:
დაამთავრა: 1963 თბ. №8 მუს. სკ,. პედაგ. რ. ავაქოვი (ვიოლ.),1958 თბ. „ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. ა. ბეგალიშვილი (ალტი), 1963 თსკ, პედაგ. ა.ბეგალიშვილი, ლ.იაშვილი (ალტი), 1968 თსკ, პედაგ. ო.თაქთაქიშვილი (კომპოზიც.); სწავლობდა: 1968-71 თსკ, პედაგ. ო.დიმიტრიადი (საოპ/-საორკ.დირიჟორობა), 1971-74 ლენინგრ. კონს., პედაგ. ნ. რაბინოვიჩი, ა.დმიტრიევი-(დირიჟ.).
 
საქმიანობა:
1959-1965 საქ.სახ. სიმფ. ორკ.-ის ალტისტი.1965-1969 საქ. სახ. კამერ. ორკ. ალტისტი. 1969-84 თბ. I მუს.სასწ. პედაგ. (დირიჟ., კამერ.ანს.). 1973-74 საქ. კამერ. ორკ. დირიჟ. 1976-77 სახ. ფილარმონიის კამერ. განყ.-ის ხელმძღვანელი. 1976-1985 კამერული ანსამბლის „თბილისის კამერატა" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.1984-2014 თსკ უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, ასოც. პროფესორი (საორკ. დირიჟ. საფუძვლები, საკრავთმცოდნეობა, კამერ. ანსამბლი); 1988-დან დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი კამ. ორკ. „თბილისის კონცერტინო". 1999-2002 კაიროს (ეგვიპტე) ხელოვნებათა აკადემიის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი. 2002 „თბილისის მუსიკოსთა და მუსიკისმოყვარულთა კავშირის დამაარსებელი.კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
 
ჯილდოები:
ღირსების ორდენი (2000), საქ. ეროვნული პრემია (2012), წლის საუკეთესო ნაწარმოები (2012);
 
თხზულებები:
სიმფ.: სიმფონიები (5), მათ შორის №2 დ.შოსტაკოვიჩის ხსოვნას (1979, პირვ. შესრ. 1980.18.04.) №3 კამერული სიმფონია „ეპიტაფია" (1980, პირვ.შესრ. 1981.22.04), №5 „ფსალმუნნი"სიმფ. ორკ., გუნდის, სოლისტისათვის ქართ., ლათინ., ბერძნ., ებრ. სიტყვებზე (2004-2005, პირვ.ვშესრ. 20016.24.04. დირიჟ. ავტ., ქორმ. ა. უშვერიძე, სოლისტი ზ. ხელაია). კანტატ.: „ძველი ქართული პოეზიიდან (1981. პირვ. შესრ. 1982.22.04); „სიყვარულის ფურცლები" (1983, პირვ. შესრ. 1984. ნოემბ.), "დავით აღმაშენებელს" (1988), „წმინდა ნინოს" (1991), „ლოცვა"- მთხრობელის, სოპრანოს, ბარიტონის, გუნდის და სიმფ. ორკ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვის სიტყვებზე (2009, პირვ.შესრ. 2012.31.10); ორატორია „გალობანი სინანულისანი" დავით აღმაშენებლის მიხედვით (2011-12; პირვ. შესრ. 2015.08.02). გუნდები: ბავშვთა a cappella გუნდისთვის იოანე მინჩხის სიტყვებზე (1975), „დატირება" კამერ. გუნდ. (1989, პირვ.შესრ. 2012.18.07), ვოკ. ციკლი ა. კალანდაძის ლექსებზე (1999, პირვ.შესრ. 2017.15.03), ტრიპტიქი სოპრ. გალაკტიონის ლექსებზე 2015, პირვ.შესრ. 2017.15.03); ინსტრ. კონც.: ჰობოის (1986, პირვ. შესრ. 1987. მარტი), ფაგოტის (1987), Concerto giocoso 3 საყვირისა და დასარტყამი საკრ.(1988, პირვ.შესრ. 2011.21.02), ალტის (2002, პირვ.შესრ. კიევი, 2007.10.04), ორკესტრისათვის (2004, პირვ შესრ. 2008.31.10), ვიოლინოს (2007, პირვ. შესრ. კიევი, 2007. ოქტომბერი), ორმაგი - ვიოლინოსა და ალტის (2009, პირვ. შესრ. 2010.22.02) საყვირის (2010, პირვ. შესრ. 2011.21.02), კონცერტინო ვიოლინოსთვის (2014), ვალტორნის (2015, პირვ.შესრ. 2015.28.11). ფლეიტის (პირვ. შესრ. 2017.24.11. სოლისტი შ. გოგაძე, დირიჟ. გ. შილაკაძე). კვარტეტ.: №1 „საგალობელი" - სოპრანოს მონაწილეობით, 42-ე ფსალმუნის სიტყვებზე (2010, პირვ.შესრ. 2011.21. 02), №2 "Capriccio" (2010, პირვ. შესრ. 2011.21.02), №3 "Lamentazione", იოსებ კეჭაყმაძის ხსოვნას (2013, პირვ. შესრ. 2017.15.03), №4 (2016, პირვ. შესრ. 2017.15.03); სონატები: ფ-ნო (1975, პირვ. შესრ. 2011.21.02), სოლო ვიოლინოსთვის (1987, პირვ. შესრ. 1987. მარტი), ალტი და ფ-ნო (1973, პირვ. შესრ. 1973.20.11); ინსტრ. პიესები, მუსიკა დრამატ. სპექტაკლ., მუსიკა მულტ/ფ. და სხვ.
 
დირიჟორობა:
ქართ. რეპერტ., ვოკალ-ინსტრ. თ. შავლოხაშვილი „რწმენის კედელი"(პირვ.შესრ.1983). რ. ქარუხნიშვილი კანტატა სამშობლოს (პირვ. შესრ. 1983), ირ. გეჯაძე ორატორია „მარადისობა" (1983), კ. როსებაშვილი ვოკ. ციკლი სოპრ. და ორკ.(1983), მისივე „ფრესკის ღიმილი" (1984), მ. ვირსალაძე ტრიპტიქი სოპრ. და ორკ. (პირვ. შესრ. 1998); ინსტრ. კონც.: ნ. მამისაშვილის კონცერტინო ვიოლინოსათვის(1967. ოქტ.), ვ. აზარაშვილი ფლეიტის (1968.29.05), ო. თაქთაქიშვილი საფ-ნო №3 (1974.17.02), ტ. ბაქრაძე ფლეიტის (1977); საორკესტრო: ნ. მამისაშვილი „პოსტსკრიპტუმ" კამერ. ორკ. (1977), რ.გაბიჩვაძე კამერ.სიმფ. №4 (1977.21.04), გ. ჯაფარიძე რეკვიემი ტრომბონისა და ინსტრ. ანს. (1978.27.04), მ. გაგნიძე ფაგოტის(1980.29.03), გ. ჯაფარიძე კამერ. სიმფ. „გარდასახვანი" (1981.09.01), ნ. გიგაური კამერ. სიმფ. (1983.15.03), ნ. მამისაშვილი კონცერტი 4 ჩასაბერი საკრ. (1983.15.05), რ. ჩიტაშვილი საფ-ნო (1984.29.03), კ. როსებაშვილი ვოკალ. ციკლი სოპრ. და ორკ. (1984.28.09), გ. შავერზაშვილი პოემა-ელეგია კამერ. ორკ.(1995.24.05) ყველა პირვ. შესრ.; აგრ. ნოდ.გაბუნიას, ო. თაქთაქიშვილის, ბ. კვერნაძის, ნ. მამისაშვილის ს. ნასიძის, ე. სანაძის, ს. ცინცაძის ნაწარმოებები. სხვა რეპერტუარი: ბახი საშობაო ორატორია (პირვ. შესრ. საქართვ.), იოანეს ვნებანი, მათეს 56, 57, 82, 84,170, 182, 211, „ყავის კანტატა"; 6 ბრანდენბურგის კონცერტი, 4 საორკესტრო სუიტა, ინსტრ. კონც-ბი; ვივალდი „გლორია“, Lauda Ierusalem, Stabat Mater, Dixit Dominus, მოტეტები, ინსტრ. კონც-ბი; პერგოლეზი "Stabat Mater"; ჰაიდნი ორატორია „მაცხოვრის 7 სიტყვა", Teresien-Messa, Nelson-Messa, Harmonie-Messa (ყველა პირვ,შესრ. საქ.), სიმფონიები B-dur, fis-moll, e-moll, D-dur, ინსტრ. კონც-ბი; მოცარტი „რეკვიემი“, მესა C-dur - საკორონაციო, ღეგინა ცოელი, Ave verum, სიმფონიები, ინსტრ. კონც-ბი; ბეთჰოვენი სიმფონიები N1, N6, დიდი ფუგა (სიმებ. ორკ.), ინსტრ. კონცერტები; შუბერტი მესა G-dur, „გოგონა და სიკვდილი" (სიმებ.ორკ.ვერსია); ბრამსი-სიმფონია N3, საფ-ნო კვინტეტის,საფ-ნო კვარტეტის, სიმებ. კვინტეტის საორკ. ვერსიები, ვოკ. ინსტრ. ციკლი „სიყვარულის ვალსები", სავიოლ. კონც., „გერმანული რეკვიემ“; მალერი „მოხეტიალე ქარგლის სიღერები“ (საორკ. ვერს. პირვ. შესრ. საქართვ.), ადჯიო მე-10 სიმფ. (სიმებ. ვერსია), შონბერგი „გასხივოსნებული ღამე", ბარტოკი დივერტისმენტი, სტრავინსკი ჩონცერტო in D; ლუტოსლავსკი „სამგლოვიარო მუსიკა“; რუსი, უკრაინელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, არაბი კომპოზიტორების და სხვ.სხვ. ნაწარმოებები. დ. ჩიმაროზა ოპერა „ფარული ქორწინება", კ. ორფი „ჭკვიანი ქალი". გასტრ.: სსრკ (მოსკ., სანქტ-პეტერბ.ი, კიევი, ტალინი, ვილნიუსი, მინსკი, ოდესა, ერევანი, ბაქო და სხვ.), გერმ., ესპან., შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი.
 
პუბლიკაციები:
"ფიქრები თბილისის მუსიკალური ცხოვრების შესახებ"; ჟ. „საბჭ. ხელ." 1982.
 
ლიტერატურა:
Илюшин,, И. «Музыкальные встречи», газ. «Веч. Тб.» 1979.11.04; 1984; გოგიაშვილი, ე. "დირიჟორის წარმატება", გაზ. "მუსიკა", 1999 N9; ქუთათელაძე, რ. "უნდა შეიმეცნო და სძლიო", გაზ. "თბ." 2003.04.05; გოგლიძე, ნ. "თბილისის კონცერტინო" და მისი ხელმძღვანელი", ჟ. "მუს. საქ." 2003 N4; ტორაძე, გ. "მრავალმხრივი მუსიკოსი", ჟ. "მუს. საქ." 2008 N1; გურევიჩი, ვ. "შავლეგ შილაკაძე", ჟ. "მუსიკა", 2010 N2; ტორაძე, გ. "მრავალმხრივი მუსიკოსი და მისი ახალი ნაწარმოები" წგნ "მუსიკის სამყაროში", თბ., 2010. წგნ "პროფესიაში გამორჩეულნი", ტ. II. თბ., 2012; სარედაქც. წერილი "ახალი ლაურეატები", ჟ. "მუსიკა", 2015 N1; სხვადასხ. ავტ. "ქართული მუსიკის ახალი შენაძენი" ჟ. "მუსიკა" 2016 N2; ჩუხრუკიძე, კ. "შავლეგ შილაკაძე - კომპოზიტორი", ბიცხრიკიძე, ზ. "კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი", ჟ. "მუსიკა" 2017 N2; "შავლეგ შილაკაძე - "ქართველი შემსრულებლები უპირველესად ქართული მუსიკის პოპულარიზატორები უნდა იყვნენ" (ინტერვიუ. მასალა მოამზადა მ. ჯაფარიძემ), გაზ. "საქ. რესპ", 2017.04.07.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

http://shavleg-shilakadze.ge/

უკან

2024 ოქტომბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved