ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ოიკაშვილი ზურაბ
ოიკაშვილი ზურაბ
დაიბადა : 23.01.1967
კატეგორია : მუსიკისმცოდნეები
  • ინფორმაცია

ზურაბ ოიკაშვილი
(23.01.1967), მუსიკისმცოდნე.
 
განათლება:
1990 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი; 2004 - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
 
საქმიანობა:
1990-2000 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში;
1993-2005 წლებში მუშაობდა თბილისის კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომლად;
1994-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს მედეა ფანიაშვილის სახელობის სამუსიკო პედაგოგიურ ინსტიტუტში თეორიული დისციპლინების პედაგოგად;
1997-2004 წლებში ზურაბ ოიკაშვილი მუშაობდა გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა" მიმომხილველად და ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას მუსიკალური კრიტიკის, ხელოვნებათმცოდნეობის სფეროში;
2001-2003 წლებში იგი საქართველოს კულტურის სამინისტროში ხელმძღვანელობდა ხელოვნებისა და მუზეუმების დეპარტამენტს, 2003-2004 წლებში კი მუშაობდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე;
2004-2014 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარატამენტის დირექტორი;
2014 წელს (მარტი-მაისი)იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
2015 წლიდან არის ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მრჩეველი;
2017 წლიდან არის ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI"-ს ვიცე-პრეზიდენტი;
2017 წლიდან ზურაბ ოიკაშვილი არის საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
2004 წელს ზურაბ ოიკაშვილმა დაიცვა დისერტაცია - „ოთარ თაქთაქიშვილის ჰარმონიის სტილური თავისებურებანი" და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
წლების მანძილზე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა (მათ შორის, საერთაშორისო) კონფერენციებში.
არაერთხელ იყო სხვადასხვა კონკურსისა და ფესტივალის ჟიურის წევრი, მათ შორის აღსანიშნავია, კონკურს-ფესტივალი "შენ გიმღერი ჩემო თბილის-ქალაქო" (2000 წ.), სიმღერის ფესტივალი "ოქროს იერუშალაიმი" (2002 წ.), საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი" (2003 წ.) და ა.შ.
არის საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირისა და თეატრის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
 
ჯილდოები:
1999 წელს მიენიჭა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" წლის საუკეთესო ჟურნალისტის წოდება (შიდასარედაქციო კონკურსი; წერილების ციკლისთვის „მუსიკალური კულტურა ახალი თვალთახედვით");
2002 წელს კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნად წარმოჩენისთვის ზურაბ ოიკაშვილი დაჯილდოვდა გაზეთ „ახალი ეპოქის" პრემიით.
 
პუბლიკაციები:
იგი 600-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაციის და არაერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
სამეცნიერო შრომები, მათ შორის: „კილოებრივი ორგანიზების ზოგიერთი საკითხი ო. თაქთაქიშვილის შემოქმედებაში", თსკ სამეცნ. კონფ. მასალები თბ. 1998; „კილოებრივი ორგანიზებისა და აკორდიკის ზოგიერთი საკითხი ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედებაში", თსკ სამეცნ. შრ. კრ. „მუსიკისმცოდნეობის საკითხები", თბ. 1999; „ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებების ფორმაქმნადობის პროცესში ტონალურ-ჰარმონიული განვითარების ზოგიერთი საკითხი", თსკ სამეცნ. შრ. კრ. „მუსიკისმცოდნეობის საკითხები, ოთარ თაქთაქიშვილი", თბ., 2006 და სხვ.
საგაზ., საჟურნ. წერილ. (600-ზე მეტი. ჟ. „მუსიკა", გაზ. „საქ. რესპ.", „24 საათი", „დილის გაზეთი", „რეზონანსი" და სხვ.), მათ შორის: „ოთარ თაქთაქიშვილის ჰარმონიის ეროვნული ნიშან-თვისებების ზოგიერთი საკითხი", ჟ. „თეატრი და ცხოვრება", 2004 #2; „აღორძინება", გაზ. „საქ. რესპ.", 1997. 07.10.; „დამკვიდრდა", გაზ. „საქ. რესპ.", 1997.24.10; „აქ არა მარტო მღერიან, ინათლებიან კიდეც", გაზ. „საქ. რესპ", 1999.01.01; „ხიდად ღმერთსა და ადამიანს შორის", გაზ. „საქ. რესპ.", 1999.27.03; „თბილისური პრემიერა", გაზ. „საქ. რესპ.", 1999.15.06; „ზეიმი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის", გაზ. „საქ. რესპ.", 1999.6-8. 10; „მუდამ მღელვარე ვულკანი", გაზ. „საქ. რესპ.", 1999.28.12; „ქართული ესტრადის დედოფალი", გაზ. „საქ. რესპ.", 2000.11.05; „ასე აგსრულებოდეთ", გაზ. „საქ. რესპ.", 2000.03.06; „შემოდგომის თბილისი" - მუდმივი ზეიმის სამყარო", გაზ. „საქ. რესპ.", 2000.30.09; „სიამოვნების მომგვრელი ტანდემი", გაზ. „საქ. რესპ." 2001.30.01; „დაე, ქუხდნენ მუზები...", გაზ. „საქ. რესპ.", 2001.06.10; „ლეგენდად ქცეული ტრიუმფატორი", გაზ. „საქ. რესპ.", 2002.13.04; „ვმღერი, მაშასადამე ვარსებობ!", გაზ. „საქ. რესპ.", 2002.13.12; „კაცი - მუსიკა", გაზ. „რეზონანსი", 2010.26.05; „იოსებ კეჭაყმაძე - ეპოქა ქართულ მუსიკაში", გაზ. „24 საათი", 2013.27.03. და სხვ.

უკან

  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2022 All rights resaved