ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
შავლოხაშვილი თენგიზ
შავლოხაშვილი თენგიზ
დაიბადა : 01.11.1946
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

თენგიზ შავლოხაშვილი
(01.11.1946, თბილისი), კომპოზიტორი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1967 თბ. IV მუს. სასწ., მუსიკის თეორიის, ფ-ნოსა და კომპოზიციის სპეციალობით. პედაგ.: ლ. ედილაშვილი, ე. ბარაბაძე (მუს. თეორია), ი. ფიდელმანი, ქ. ჯიქია (ფ-ნო), ნ. მამისაშვილი (კომპოზიც.), 1972 თსკ, პედაგ. ა. მაჭავარიანი (კომპოზიც.), 1977 იმავე პედაგ. თსკ ასპირანტ. (კომპოზიც.).
 
საქმიანობა:
1972-დან თბ. IV მუს. სასწ.-ის პედაგ., (თეორ. საგნ.). 1978-დან კინოსტურია «Грузия-Фильм»-ის მულტიპლიკაც. განყ.-ის მუს. რედაქტორი. თსკ პედაგ., დოც.; სხვადასხვა წწ. საქ. კულტ. სამინისტროსთან არსებული მუს. სასწავლებლების მეთოდური კაბინეტის კონსულტანტი, ე. მიქელაძის სახ. მუს. კოლეჯის პედაგოგი, გაზეთ „რეზონანსის" კორესპონდენტი, ე. მიქელაძის სახ. სახელმწ. სიმფ. ორკ-ის სამხატვრო ხელმძღვანელის კონსულტანტი, საქ. კომპ. კავშირის მდივნი, საქ. ტელე-რადიო კორპორაციის მხატვრული კოლექტივების გენ. დირექტორი, თსუ სტუდენტთა ორკესტრის დირიჟ.; 2002-დან ცხოვრობს და მოღვაწეობს ირანში: თეირანის (ირანი) სახელმწ. კაპელის მთ. დირიჟ., თეირანის სიმებიანი კვარტეტის სამხატვრო ხელმძღვ., თეირანის უმაღლესი მუს. სასწ. პედაგოგ., პროფეს.; კომპოზ. კავშ. წევრი.
 
თხზულებები:
ოპერა "თეთრი მანდილი" (1972. ლიბრ. მ. ფოცხიშვილის, მ. გარტმანის მიხ.; პრემ. ქუთ. 1993. ახალი რედაქცია 1981). საორკ.: პატარა უვერტიურა (1977); 2 სურათი "ძველი თბილისის ცხოვრებიდან" (1977); სიმფონია (1983. პირვ. შესრ. 1984.09.01. დირიჟ. მ. დოლიძე). ინსტრ. კონც.: კონცერტშტიუკი ფ-ნოსა და ორკ. (1977. პირვ. შესრ. 1978.20.02.); სავიოლ. (1979. პირვ. შესრ. 1979.25.10.); ვლნჩ (1996). კამერ.-ინსტრ.: სიმებ. კვარტეტი (1974. 3 ნაწ. პირვ. შესრ. 1974.20.12. შესრულდა სოფიაში 1980); საფ-ნო ტრიო (პირვ. შესრ. 1995.17.05.). საფ-ნო სონატა (1969. პირვ. შესრ. 1970. შემსრ. გ. ქავთარაძე); საფ-ნო, სავიოლინო პიესები. კანტატა შექსპირის სონეტებზე (1976. პირვ. შესრ. 1980.21.05.). ვოკ. ციკლი "დედა" (1970. მ. ფოცხიშვილის ლექსზე. პირვ. შესრ. 1972.11.03); ვოკ-ინსტრ. ანს. "ხალხო, მიხედეთ ვაზსა" (1973); ვოკ. ანს. 2 ტენორისა და ფ-ნოსთვის. ორი სცენა ტენორის, ბანისა და ფ-ნოსთვის "დიალოგი თეატრის გარდერობში" და "პანტომიმის ფილოსოფია" (შ. ნიშნიანიძის ტექსტზე). ვოკ.-ინსტრ. პოემა "რწმენის კედელი" ჯ. ჩარკვიანის სიტყვებზე (1980. პირვ. შესრ. 1980.25.11); "სამშობლო გვიხმობს" ბანისა და ფ-ნოსთვის (1979. პირვ. შესრ. 1981); გუნდები, მათ შორის: "ირანული ჩანახატები"; საფ-ნო პიესები, საფ-ნო სონატა, საბავშვო პიესები. და სხვ. მუს. ანიმაც./ფ.: "ბომბორა სწავლას იწყებს" (1973. რეჟ. კ. სულაკაური), "კომბლე" (1979. რეჟ. გ. კასრაძე); "არაჩვეულებრივი ნადირობა" (1980. რეჟ. ო. ანდრონიკაშვილი), "ღამურა" (1981. რეჟ. ი. დოიაშვილი); "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი" (1984. რეჟ. თ. სიხარულიძე), "ყარყატის შვილობილი" (1985. რეჟ. დ. პეტკოვი); "ფასკუნჯის მხედრები" (1985. რეჟ. მ. სარალიძე).
 
პუბლიკაციები:
გამოქვეყნებული აქვს 100-მდე საგაზ. და საჟურნ. პუბლიკაცია, სამცენ. შრომები: მათ შორის: "ახალი კარმენის დაბადება" (ახალგაზრდა მომღერალი მანანა ეგაძე კარმენის როლში), გაზ. "ლიტ. საქ." 1982.19.03. "კვლავ სასოებით ველით" (კომპოზიტორ ა. მაჭავარიანის 75-ე წლისთავის გამო), გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი" 1988.23.09. "დილეტანტიზმიდან დიდოსტატობამდე" (პროფესიული აზროვნების დეფიციტი თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში), ჟ. "ომეგა" 2003 N9. "სულხან ნასიძის სიმფონია "ფიროსმანის" საორკესტრო დრამატურგიის ზოგიერთი ტენდენცია", ჟ. "ხელოვნება" 2004, მაჭავარიანის მეორე სიმფონიის შესახებ და სხვ.
 
ლიტერატურა:
Саква, К. «Смотр в Тбилиси», ж. «СМ», 1972 №7; Мухаринская, Л. в кн. «Пять лет грузынской музыки 1968-73», Тб., 1973; Орджоникидзе, Г. «Вокальные циклы в творчестве молодых композиторов» в кн. «Музыка республик Закавказья», Тб., 1975; Зейфас, Н. «На новом подъеме», ж. «СМ», 1980; Шахбазбекова М. «Смотр талантов», газ. «Молодежь Грузии», 1980.15.07; კაკულია, ლ. "ძიების, პროფესიული ზრდისაკენ" გაზ. "თბ." 1980.04.12; Кутателадзе, Р. «Принимая эстафету», ж. «СМ», 1981 №4; Маруашвили,, Л. «После дебюта», ж. «СМ», 1981 №11; ბარკალაია, ა. „დღევანდელი დღის საფიქრალი", გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი" 1981.10.10; Саркисян, С. «Новые пути камерно-вокального жанра» (на материале армянской и грузинской музыки), в к. «Советская музыка на современном этапе», М., 1981; ქავთარაძე, მ. „ქართული მუსიკის აწმყო და მომავალი", გაზ. "კომუნისტი"1984.06.12. კერესელიძე, მ. „რჩეულთა ხვედრია წარმატება", ჟ. „კინო" 1985 №3; ბალანჩივაძე, ე. „ჟანრულ-შუალედური მიდგომა" (ავტორისეული "რეჟისურის" საკითხისათვის, თენგიზ შავლოხაშვილის ვოკალურ-სიმფონიური პოემა `რწმენის კედელი"), ჟ. "ხელოვნ." 1992 №5-6; ტორაძე, გ. "ახალი ოპერის დაბადება", გაზ. "საქ. რესპ." 1993.09.08. არსენიძე, ე. „ოპერის ღირსეული წარმატება", გაზ. "ქუთაისი" 1993.06. Шаверзашвили, А. «Это ценный вклад в грузинскую музыку» (Представляется на Госпремию), газ. «Веч. Тб.» декабря, 1998.05.07. ქუთათელაძე, ე. „თენგიზ შავლოხაშვილი აღმავლობის პროცესშია", გაზ. „რეზონანსი", 1998.29.04; ბუჩუკური, ე. „თანამედროვე საკომპოზიტორო ტექნოლოგია - სერიული ტექნიკა, ალეატორიული ელემენტები", გაზ. „ქართ. კულტ." 1998.17.23.04;. ლორია, ა. "საინტერესო პრემიერა", ჟ. "ხელოვნ." 1998; ოჩიაური, ლ. „კედელი, ჩვენი რწმენის კედელი, რომელიც ქართველმა კომპოზიტორმა აღმართა", გაზ. „რეზონანსი" 2002.26.10; Shavlokhashvili Tengiz. "The New Grove Dictionary of Music and Musicians". Publisher Oxford University Press, 2001; ბალანჩივაძე, ე. "კამერულ-ვოკალური მუსიკა", თსკ შრ. კრ., 2004; ქამუშაძე, ც. "საშემსრულებლო ინტერპრეტაციის საკითხისათვის თ. შავლოხაშვილის ვოკალურ ციკლში "დედა", კრ. "მუსიკოლოგ. ძიებ." 2012.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2022 All rights resaved