ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
კემულარია რამაზ
კემულარია რამაზ
დაიბადა : 16.11.1939
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

რამაზ კემულარია
(16.11.1939, თბილისი), კომპოზიტორი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1957 თბ. IV მუს. სასწ., პედაგ.: ა. შავერზაშვილი (კომპოზ.), შ. შანიძე (ვიოლ), 1967 თსკ, პედაგ. ა. მაჭავარიანი (კომპოზიც.).
 
საქმიანობა:
1958-65 თბ. ოპ. და ბალ. თეატრ. ორკ. მევიოლ. 1960-დან თბ. მუს. სკ. პედაგ. (თეორ. საგნ.). 1970 წწ. თბ. I მუს. სასწ. და თელავის მუს. სასწ. კამერ. განყ. პედაგ.; პარალელ. საქტელერადიოს სიმფ. ორკ. და სხვ. ორკ.-ის მევიოლინე. 1980-იან წწ. გორის საოპ. სტუდიის ხელმძღვ.; კონკ. ლაურ.: მერილენდის უნივერსიტეტის კონკ. გრან-პრი (აშშ.). კომპოზ. კავშ. წევრი.
 
თხზულებები:
ბალეტი: "დედა" (ამორზალების თემაზე. ლიბრეტ. ვ. ასკურავა. ფოლკ. ქორეოგრაფია); საყმაწვილო"სალამურა" (1973. 2 მოქმ. ლიბრ. ა. სულაკაური). ოპერეტ.: "რძლები" (1979. 2 მოქმ. ლიბრ. ნ. არეშიძე. პრემ. 1980.28.01); "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" (პრემ. 1983. 14.10.); საბავშვო.: "მამლაყინწა" (1976. 2 მოქმ. ლიბრ. გ. ჭიჭინაძე); "მელია და ჩიტები" (ლიბრ. ნ. კემულარია, 1986); "ტყის ზღაპარი" (ვაჟა-ფშაველას "ჩხიკვთა ქორწილის" მიხ., ლიბრ. გ. რატიანის); "ხერხი სჯობია ღონესა" (ლიბრ. ვ. ასკურავა, გ. რატიანი, ხალხ. ზღაპრის "ნაცარქექიას" მიხ. 1996); საბავშვ. "ყვინჩა მამალი" (ლიბრ. გ. ჭიჭინაძე, 1976); საბავშვო მუს. ინსცენირება სოლისტი ბავშვებისა და ფ-ნოს (1975). სიმფ: №1 "მანჰეტენი" დიდი სიმფ. ორკ., შერეული გუნდის და ჯაზ-კვარტეტისთვის (1980. სიმფ. ეძღვნება ჩვენ პლანეტაზე უდანაშაულოდ დაღუპულ ადამიანთა ნათელ ხსოვნას), №2 (1983. ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას); ინსტრ. კონც.: საფ-ნო: №1 სიმფ. ორკ-თან ერთად (3 ნაწ. 1964-65წწ. პირვ. შესრ. 2011), №2 (ერთ ნაწილად. სიმებ. ორკ-თან ერთად, საყმაწვილო. 1975. გადატანილია 4 ხელში ავტორის მიერ), №3 სიმებ ორკ.-თან ერთად (საყმაწვილო. ერთ ნაწ.); ფლეიტის (1966); სავიოლ. (1970. საყმაწვილო); ვლნჩ კონცერტინო (1971); ფაგოტის (1972); თემა ვარიაციებით ფაგოტისა და კამერ. ორკ. (1995, შეტანილი იყო მინსკის (1979), ოდესის (1984) შემსრულებელთა საკავშ. კონკ. სავალდ. პროგრამაში); "კონცერტშტუკი" კლარნეტ. და სიმებ. კვარტეტისთვის (1995).; კამერ.-ინსტრ., მათ შორის: საფ-ნო "ხორუმი" (1957), "მატარებელში" (1962), "პოლიფონიური პიესა" (1962), 9 საფ-ნო პიეს (კრებული, 1962), "ცეკვა-ფანტაზია" (1963), მუს. სურათი "ქორმა წიწილა წაიღო" (1963); ფანტაზია ვიოლ. და ფ-ნო; 13 პიესა ფაგოტისა და სიმებ. ორკ. (1968); 2 სონატა კლარნეტისა და ფ-ნოს (1977. პირვ. შესრ. 1977. 21.04.). სონატა სოლო ვიოლ. (1985). კამერ.- ვოკ.: "ნაცარა" საბავშ. ინსცენირება (1975); ვოკ. ციკლი ბარიტონისა და კამერ. ორკ.-თვის (ტექსტი ხალხ. პოეზიიდან: "მანამდე მკლავი მიჭრიდა", "სადაური სად მოკვდება", "ოხერმა წუთისოფელმა"). "შენ ჩემო ტურფავ სამშობლო" (ტექსტი მ. თარხნიშვილის). ვოკ. ანს. და სასულე ორკ.-თვის. გუნდები: პოემა "9 ძმა ხერხეულიძე" (1982); ციკლი "ვის უყვარს ბავშვები" (გ. ჭიჭინაძის ლექსები, 1986); 3 გუნდი ა. კალანდაძის ლექსებზე (1982). საყმაწვილო საგუნდო სიმღ.: "ოვ დილა", "აბა, დელა", "ამოსულა ველად ია" და სხვ. საგალობლები (100-მდე), მათ შორის: "წყალობა, მშვიდობა", "უფალო, ღაღადვჰყავ შენდამი", "ნეტარ არს კაცი", "აკურთხევს სული". "მთვარიან ღამის სტუმრები", "ბუდე მეცხრე სართულზე", "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ცილინდრი". 25 საგალობელი თარგმნილია ინგლ. ენაზე და გამოსულია CD; მუს. დრამ. თეატრ. სპექტ.: "მთვარიან ღამის სტუმრები", "ბუდე მეცხრე სართულზე", "სანამ ურემი", "ცილინდრი", "ხატიას თავგადასავალი" და სხვ. საესტრ. სიმღ., მათ შორის: "შემოდგომის სიმღერა" (ლექსი ვ. ბერგნევის), "ვეტერანები" (ლექსი თ. ცაგურიასი. "წითელი მიხაკის" პრემ. სოჭის ფესტივალზე), "წუხელ ღამით ქარი დაქროდა", "უსიყვარულოდ", "ცა იისფერია" და სხვ.
 
ლიტერატურა:
საგაზ., საჟუნრ. წერილ., მათ შორის: ფრუიძე ა. "სასიხარულო ცნობა ოკეანეს გაღმიდან", გაზ. "მუსიკა", 1996 №6; გარდაფხაძე, ნ. "დედაქალაქის მუსიკალური ცხოვრება", ჟ. "მუსიკა", 2011 №1; ქუთათელაძე, რ. "ჩამქრალ ვულკანთა ამოფრქვევა", ჟ. "მუსიკა", 2011 №1.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 დეკემბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved