ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
მამისაშვილი ნოდარ
მამისაშვილი ნოდარ
დაიბადა : 15.12.1930
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

ნოდარ მამისაშვილი
(15.12.1930, თბილისი), კომპოზიტორი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1956 თსკ, პედაგ. ა. ბალანჩივაძე (კომპოზიც.).
 
საქმიანობა:
1956-62 თბ. მ. ბალანჩივაძის სახ. IV მუს. სასწ. პედაგ. (თეორ. საგნ.). 1967-72 საქ. კულტ. სამინისტროს მუს. განყ. უფროსი. 1963-დან თსკ პედაგ., (თეორ. საგნ., კომპოზიც.), პროფ. (1982). 1989-დან სასულიერო აკადემიის მართლმადიდებლური გალობის წინა ისტორიის პედაგ.; 1995-დან ჰოლო-სტუდია `თეთრი კვადრატის~ პრეზიდენტი. 1996-დან ბგერითი ეკოლოგიის ცენტრის მთ. კოორდინატორი. მოწაფეები: მ. ადამია, მ. ვირსალაძე, რ. კიკნაძე, ლ. მაქარაშვილი, ა. მწარიაშვილი, ე. ჭაბაშვილი და სხვ. 1973-79 თბ. სამების საკათედრო ტაძრის ზარების დამზადების ტექნოლოგიის ავტორი. კომპოზ. კავშ. წევრი. საქ. კომპოზ. კავშ. გამგეობის მდივანი.
 
ჯილდოები:
საქ. ხელოვნ. დამს. მოღვ. (1967). საქ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი და ვიცე-პრეზიდენტი.
 
თხზულებები:
ოპერა: საბავშ. "ბაქია-ბაჭია" (1967. ლიბრეტო კომპ.-ისა. პრემ. 1971. 25.12.). ბალეტი: "სამი გასაღები" (1963). საორკ.: სიმფონია დიდი სიმფ. ორკ., შერეული გუნდის, ბავშვთა გუნდისა და მაგნიტოფონისათვის (1977); სიმფ. №2 კამერ. ორკ. (1977); "სამი პიესა კამერ. ორკ." (1971), "ორი პიესა ორკ." (1971); "საზეიმო უვერტიურა" (1972). სიმფ.: №1 "ოცნება" (1985), №2 "ადამიანო, მოგვეც მშვიდობა" (1986), №3 "უკუნითი უკუნეთის ჩვენებები" (1989), №4 "სპექტრები", (1990). №5 "ტრიპტიქი" (1990), №6 "კაენის შვილები" (1993). სიუიტ.: "გურიაში" (1961. 5 ნაწ. I "მგზავრული", II "ლირიკული", III "ხუმრობა", IV "სამაია", V "ზეიმი"). "სიმფ. ჩანახატები" (1966). სიმფ. სურათი: "საქართველოს აკვარელები" (1963); "ყინულის ობელისკი" (1965); "მომღერალი ხეობა" (პირვ. შესრ. 1976.11.03.). უვერტ.: "საზეიმო" (1972); "გამარჯვების მაისი" (პირვ. შესრ. 1975.26.05.). ინსტრ. კონც.: საფ-ნო (5), მათ შორის: "პიონერული" (1964, პირვ. შესრ. 1973. 18.11); №2 საბავშვო (1973); ჰობოის (1961), საყვირის (1963), სავიოლ. კონცერტინო (1967. პირვ. შესრ. 1967.10.); კონცერტინო საფ-ნო კვინტეტ. (1972. პირვ. შესრ. 1973. 20.11. შესრულდა სკოპიე, მაკედონია 1974). კამერ.-ინსტრ., მათ შორის: 24 საფ-ნო პრელუდია (1958). საფ-ნო ციკლი "ლირიკული დღიურის ფურცლები" (1979. პირვ. შესრ. 1980. 19.04.); საფ-ნო ციკლი "სევდიანი ტრიპტიქი". საფ-ნო "5 დეკორატიული მოტივი". გუნდები, მათ შორის: პოემა "და განანათლა კიდენი სოფლისანი". ორატორია. მუს. დრამატ. სპექტ., მათ შორის: "მოკვეთილი", "სიბრძნე სიცრუისა". მუსიკა კ/ფ, მათ შორის: "დიდედები და შვილიშვილები" (რეჟ. ნ. მჭედლიძე,1969), "ფერისცვალება" (რეჟ. ლ. ღოღობერიძე,1968); "სევდიანი საყვირი" (რეჟ. დ. კობახიძე, 1982); "მიხა", "დიდი მწვანე ველი", "მწვერვალი", "ცხელი ზაფხულის სამი დღე", "ნუცას სკოლა", "ვარიაცია ოტელოს თემაზე", "უსუი", დოკ. კ/ფ. "გზა" და "ფენომენი" (ყველას რეჟ. მ. კოკოჩაშვილი. 1965, 1967, 1976, 1981, 2000, 2003, 2005; 1983, 1992); მუს. ტელე და ანიმაც. კ/ფ., სიმღერები.
 
პუბლიკაციები:
"ფშაური ნატირილები" (კომპოზიტორ თ. ბაკურაძის შემოქმედება), ჟ. "საბჭ. ხელოვნ." 1975 №1; წგნ «О музыкальной системе трехфазовой композиции», Тб., 1978; "ეძღვნება პედაგოგს" (გ. ქართველიშვილზე), გაზ. "კომუნისტი", 1980.25.11; „ცარიელი საკონცერტო დარბაზი", გაზ. "ლიტ. საქ.", 1986.14.11; "ქართული მუსიკალური აზროვნების სათავეებთან (ექსკურსი წარსულში)", ჟ. "ლიტ. და ხელოვნ." 1992 №1-2; "და მოიქცეს მიწა ქვეყნად" (ქართული ფენომენი, ჰარმონიის უნიკალურობა: დღემდე შენარჩუნებული აღდგომის სარიტუალო სვლის ორი უძველესი ფილოსოფიურ-რელიგიური ფორმა-არაბულ-ქრისტიანული და სვანური), ჟ. "ლიტ. და ხელოვნ." 2006 №5; "ქართული ცეკვა ერის ერის სიცოცხლე", ჟ. "ლიტ. და ხელოვნ." 2007 №2; "ქართული საეკლესიო ზარის საიდუმლოებანი" სამეცნ ჟ. "ქართველოლოგია" 2008 №1; "მრავალსახეობა ლხინისა" (ქართული ფენომენი). სამეცნ ჟ. "ქართველოლოგია" 2008 №4; "ტოტემი და XXI საუკუნე", სამეცნ ჟ. "ქართველოლოგია" 2008 №7;  "სალამურში აჟღერებული ფენომენი", ჟ. "ლიტ. და ხელოვნ." 2008 №11; "კონსტრასტები ქართული ხასიათის დღიურიდან", ჟ. "ლიტ. და ხელოვნ." 2009 №5(41); "IMAGE რომელსაც არ აქვს ანალოგი", ჟ. "ლიტ. და ხელოვნ." 2010 5(53); "ანდრია ბალანჩივაძის შვიდი გაკვეთილი", ჟ. "მუსიკა" 2011 №2; "მცირე ექსკურსი მიკროკოსმოსის შესახებ", სამეცნ. ჟ. "ქართველოლოგია" 2012 №4; წგნ „ნოოსფერო" (კრ.) თბ., 2013; "აჟღერებული სიკეთე" (ვლადიმერ კურტიდის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით), ჟ. "მუსიკა" 2014 №3(21) და სხვ.
 
ლიტერატურა:
Орджоникидзе, Г. «Знакомтесь: молодость», ж. «СМ», 1963 №8; Григорьева, Д. «Детская опера Н. Мамисашвили», ж. «СМ», 1967 №1; Раабен, Л. «Советский инструментальный концерт», Л., 1967; Кутателадзе, Р. «В программе две премьеры», газ. «Веч. Тб.» 1969. 22.10; წგნ Какулиа, Л.,Чкониа, С. «Композиторы и музыковеды Грузии», Тб., 1984; სეხნიაშვილი, ე. "ხალხური ტრადიცია და ნოვატორობა", გაზ. "ლიტ. საქ." 1984. 23.11; Квирикадзе, Т. «Новые тенденции в грузинской детской опере 70-ых годов. На примере оп. Н. Мамисашвили «Зайчишка-хвастунишка», თსკ შრ. კრ., 1985; ქავთარაძე, ნ. "და განანათლა კიდენი სოფლისანი" ნოდარ მამისაშვილის საგუნდო პოემა", ჟ. "ხელოვნ." 1991; "ვინ ვინაა საქართველოში", თბ., 1989-90; ჭაბაშვილი, ე. "თანამედროვე მუსიკის ფესტივალი "კონტრაპუნქტი - 2", ჟ. "მუსიკა", 2009 №2-3; ლორია, ნ. "გრძნობებისა და გონების ჰორიზონტები. საუბარი ნ. მამისაშვილთან", კრ. "მუსიკოლოგ. ძიებ." 2010 №1; ტორაძე, გ. "ნ. მამისაშვილი" წგნ "მუსიკის სამყაროში", თბ,. 2010.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2022 ოქტომბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2022 All rights resaved