ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
შუღლიაშვილი დავით
შუღლიაშვილი დავით
დაიბადა : 28.02.1964
კატეგორია : მუსიკისმცოდნეები
  • ინფორმაცია

დავით შუღლიაშვილი
(28.02.1964, თბილისი), მუსიკიმცოდნე-ეთნომუსიკოლოგი.
 
განათლება:
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართ. მუს. ფოლკლ.).
 
საქმიანობა:
1988-დან თსკ ხალხ. შემოქმ. კათ.-ის პედაგ. (მუს. ფოლკლ.), პროფეს., მუსიკოლოგიის დოქტორი (2010, დისერტ. თემა: „რვახმის სისტემა ქართულ საეკლესიო გალობაში"). 1988-დან „ანჩისხატის გუნდის" მგალობელი. 1998-დან ი. ჭავჭავაძის სახ. პარლამენტის ეროვნ. ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემების მომსახურების განყ. უფროსი; 2006-დან გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწ. პედაგ., პროფეს.; 2017-დან ანსამბლ „ანჩისხატის" ხელმძღვანელი. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა ქართ. საეკლესიო გალობა და ხალხური მუსიკა. მონაწილეობს ექსპედიციებში, სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. კომპოზ. კავშ. წევრი. დ. შ.-მა გამოსცა შემოქმედის სკოლის საგალობელთა სანოტო კრ., რომელიც სახელმძღვ. წარმოადგენს. გასტრ.: საბერძნ. (1993), გერმ., ავსტრ., საფრ., პოლონ., დიდი ბრიტან., აშშ, კანადა, იტალ., შვეიც., რუს., უკრ., სომხ., ლატვ., შვედ., ლიხტენშტ. (ანჩისხატის მგალობელთა გუნდთან ერთად). ჯილდოები: არტემ ერქომაიშვილის სახ. პრემია (2016). კომპოზ. კავშ. წევრი.
 
პუბლიკაციები:
სამეცნ. შრ., მათ შორის: "ქართული გალობის შტოთა ერთიანობის შესახებ", თსკ შრ. კრ,. 1991. "ქართული საეკლესიო გალობის ბუნებისათვის", თსკ შრ. კრ., 1991; "ფუნქციური ინიციატივა ქართულ ხალხურ სიმღერაში", თსკ შრ. კრ., 1997; "ქართული მრავალხმიანობის პრობლემები", თსკ შრ. კრ., 1998; "ქართული მრავალხმიანობის შესახებ", თსკ შრ. კრ., 2000; „ქართული გალობის უნისონური მრავალხმიანობა", თსკ შრ. კრ., 2001; „ქართული საეკლესიო გალობა, ტრადიცია და თანამედროვეობა", М., 2002; „აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის შესახებ", თსკ შრ. კრ., 2005; „რვახმის სისტემის სტრუქტურული თავისებურებები ქართულ გალობაში", თსკ შრ. კრ., 2007; „შესვლადი" ქართულ საეკლესიო გალობაში", თსკ შრ. კრ., 2008; „არატიპიური ელემენტები ქართულ ხალხურ სიმღერაში", თსკ შრ. კრ., 2008; წგნ „ქართული სამგალობლო სკოლები და რვახმის სისტემა", თბ., 2014; წგნ „ქართული გალობის ქრონიკა 1861-1921" (მთ. რედაქტ. და შემდგენელი დ. შ.) თბ. 2015; „სამგალობლო ტერმინთა ლექსიკონი", შემდგენლები: დ. შუღლიაშვილი, თ. ჩხეიძე. თბ., 2016 და სხვ.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 დეკემბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved