ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ევგენიძე დავით
ევგენიძე დავით
დაიბადა : 02.12.1958
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

დავით ევგენიძე
(02.12.1958, თბილისი), კომპოზიტორი.

განათლება:
დაამთავრა: 975 თბ. მე-3 მუს. სკოლა, 1978 თბ. "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. დ. ცინცაძე (ფ-ნო.), 1982 მოსკ. კონსერვატ., პედაგ. ნ. სიდელნიკოვი (კომპოზიც.), 1983 - ასპირანტ., პედაგ. ა. ლემანი (კომპოზიც.).

საქმიანობა:
1987-96 კონტრაქტებით იმყოფებოდა საფრ., ესპან. და აშშ. 1987-91 სანტა-კრუზის (ესპანეთი) კონსერვატ. პედაგოგი (კომპოზიც.). ჩაწერა რამდენიმე CDD, მათ შორის, ისრაელში (1997), საფრ. (1998). 1992-94 კანარის კუნძულებზე ჯაზ-ფესტ. ორგანიზატორი. 1994 სანტა-კრუზში (ესპან.) დააარსა საერთაშ. მუს. ფესტ. DEK DEKS; თბ. ჩაატარა 7 საავტორო კონც., მათ შორის, თბ. ოპ. (1995, 1996, 1997) და თბ. ფილარმ. დიდ დარბაზში სათაურით "მონანიების საგალობელი" (2011); აგრ. საავტ. კონც. "ჰოროსკოპი" (1998. პარიზი. სან-ჟერმენის თეატრ., საქსოფონისტ ი. ბუტმანთან და ჟან ვულიეს კონსერვატ. კვარტეტთან ერთად), იტალიაში, რომში "Teatro Valle"-ში და სხვ. 2013-დან მიჰყავს გადაცემები TV არხზე GDS "გვიანი შუადღე", არის ამ პროგრამის ავტორი. საქ. კომპოზ. კავშირის წევრი.

პრემიები:
კონკ. ლაურ: I პრემ. (მოსკ. კონსერვატ. კონკ. „იმპროვიზაცია მოცემულ თემაზე", 1982); I პრემ. (ახალგაზრდა კომპოზ. საკავშ. კონკ. ვოკ.-ინსტრ. ციკლისათვის „ვარდი სილაში", გ. ტაბიძის ლექსზე. 1983); პრიზი საუკეთესო მუს. გაფორმებისთვის, ვიდეოფილმი „ბალეტმაისტერი" (საერთაშ. ფესტ. „მანა", 1996); წლის საუკეთესო მუსიკოსი (ფესტ. „თბილისური გაზაფ¬ხული", 1997), პრემ. „ოქროს ვერძი" ფილმისთვის „მე-9 ბატალიონი" (რფ-ის ყოველწლიური კინოპრემია. 2005); პრემ. „ოქროს არწივი". ფილმისთვის „მე-9 ბატალიონი". (რფ-ის ეროვნული კინოპრემია. 2005); პრემ. «Ника» (რუსეთის ეროვნული კინოფესტ. «Ника», 2005). 

თხზულებები:
ბალ.: დივერტისმენტი "მოაზროვნე~ (მოსკ. დიდი თეატრი. ქორეოგრ. ვ. ბუკადორო. 1985); დივერტისმენტი "გედების ერთგულება" (მოსკ. დიდი თეატრი. ქორეოგრ. ვ. ბუკადორო, 1986); დივერტისმენტი "ბალადა" (მოსკ. დიდი თეატრი და ნიუ-იორკი, ბროდვეი. ქორეოგრ. შ. იაგუდინი. 1987); "საფირონები" (მოსკ. ახალი ოპერა. სამხ. ხელმძღვ. ა. ლიეპა, ქორეოგრ. ე. დრუჟინინი. 2004). მუს. ბალეტისათვის "ალექსანდრე მაკედონელი" (ქორეოგრ. ლ. მიასინი). კამერ.-ინსტრ.: 3 სიმებ. კვარტეტი, 2 საფ-ნო სონატა, საფ-ნო პრელუდიები, 4 პიესა ორგანისათვის, ასოციაციები ვლნჩ და ფ-ნოსთვის, სავიოლ. სონატა, ვლნჩ სონატა, ციკლი კამერ. ორკ. 2 პიესა სიმებ. კვარტეტისათვის. ინსტრ. კონც.: საფ-ნო 2; სავიოლ. 1 (შესრულდა თბ., მოსკ., კონსერვატ., ბოსტონის კონსერვატ. Dდიდ დარბაზში (აშშ), პარიზში, ჟან ვილიეს კონსერვატ., სანატა-კრუზის კონსერვატ., ლას პალმასის თეატრში (ესპანეთი). სიმღ., გუნდ.; მუსიკა კ/ფ 20-ზე მეტი, მათ შორის: მხ/ფ: "ეტლი შარაგზაზე" (რეჟ. დ. ქვარცხავა, 1989), "ცოდვის დღესასწაული" (რეჟ. ე. ბადურაშვილი, 1990), "მდგმურები", "ჯაყოს ხიზნები", "ციხე-სიმაგრე" (რეჟ. დ. ჯანელიძე, 1989, 1993, 2009), "მარტივი პასიანსი" (რეჟ. ლ. ერისთავი, 1990), "სახლი" (რეჟ. დ. ცინცაძე, 1991), "ანას დაბადების დღე" (რეჟ. ლ. ჯოჯუა, 1992), "ხედვის ანბანი" (რეჟ. გ. ჭყონია, 1994), "სეზონი" (რეჟ. დ. ბორჩხაზე, 2010), "მე-9 ბატალიონი", "სტალინგრადი" (რუსეთი. რეჟ. ფ. ბონდარჩუკი, 2005, 2013 - საუნდ-დიზაინი.); მ.მ მხ/ფ: "ღამე", "ბალეტმაისტერი" (რეჟ. ალ. (სანდრო) ვახტანგოვი, 1987, 1996), "შევარდენი" (რეჟ. კ. წაქაძე, გ. პალმერი, 1990), "ავტოპორტრეტი", (რეჟ. ე. ბადურაშვილი, 1987), "ზეიმი" (რეჟ. ი. შავლიაშვილი, 1988), "პიესა ოთხი ხელისათვის" (რეჟ. ლ. ანჯაფარიძე, 1989), "სტუმრები" (რეჟ. დ. ცინცაძე, 1991), "არა მეგობარო" (რეჟ. გ. მგელაძე, 1993), "სიყვარული ვენახში" (რეჟ. გ. შენგელაია, 2000), "ტრაქტორი" (რეჟ. გ. მეგრელიშვილი, 2013); დოკ/ფ: "იმპერიის რღვევა" (ზ. კაკაბაძე, 1994), "ქეთევან დედოფალი" (რეჟ. გ. მგელაძე, 2001); მუს. ანიმაც./ფ., მუს. თეატრ. დადგმ.: "ჰამლეტი" (რეჟ. გ. ჟორდანია,1990); "აღდგომა მიტოვებულ სასაფლაოზე" (რეჟ. გ. ბარაბაძე, გ. თავაძე, 1991); "იქ, სადაც ღვარად მოედინება" (რეჟ. გ. თავაძე); მონაწ. კ/ფ "მარტივი პასიანსი", "მდგუმრები" (1989. რეჟ. დ. ჯანელიძე). დოკ. კ/ფ "ეფემერა" (1997. რეჟ. ალ. (სანდრო) ვახტანგოვი). მრ. სარეკლამო რგოლის, სატელევიზიო მუს. ავტორი.

დისკოგრაფია: 
"Piano Interview" (1997), "Goroscope" (2003) და სხვ.

პუბლიკაციები:
ლექსების კრ. "8501 სიტყვა", თბ., 2002; "ქართ. ფოსტა. საპასუხო წერილები", თბ., 2013.

ლიტერატურა:
კვეიძე, კ. "ნორჩი კომპოზ. სამყარო", გაზ. "ახ. კომ." 1973.22.05; ჩაჩანიძე, ც. "ყმაწვილური მელოდიები", გაზ. "ახ. კომუნ." 1974. 08.01; "ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი", თბ., 1998-1999; "ნუ დაარღვევ საავტორო უფლებებს!" - მუსიკ. ალბომის პრეზენტაცია. გაზ. "24 საათი", 2011. 28.12; ოთიაშვილი, თ. "ყველასათვის ცნობილი, ყველასათვის უცნობი" (ინტერვიუ დ. ე.-სთან), ჟ. "ფენომენი", 2008 #№8(55) და სხვ.

წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 აპრილი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved