ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ჟურნალი „მუსიკა“

ჟურნალი "მუსიკა"

1991 წელს, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში, კომპოზიტორ მიხეილ ოძელის ინიციატივითა და მისი თანამოაზრეების მხარდაჭერით დაფუძნდა საქართველოში პირველი ქართულენოვანი მუსიკალური პერიოდული გამოცემა გაზეთი ,,მუსიკა”, რომელიც გამოდიოდა 1999 წლამდე.


2002 წელს გაზეთ "მუსიკის" ნაცვლად დაფუძნდა ჟურნალი "მუსიკა", 2008 წლიდან ჟურნალი "მუსიკა" გამოდის ახალი ფორმატით, წელიწადში 4 ნომრის პერიოდულობით. ჟურნალი "მუსიკა" (ისევე როგორც გაზეთი) იყო და არის საქართველოში პირველი და ერთადერთი ქართულენოვანი პერიოდული გამოცემა, რომელიც მთლიანად ეძღვნება პროფესიულ მუსიკას და მიზნად ისახავს, პირველ ყოვლისა, ქართული პროფესიული მუსიკის პოპულარიზაციას. ამ მიზნით 2012 წლიდან ჟურნალ "მუსიკის" ყოველ ნომერს თან ახლავს კომპაქტ-დისკი, რომელშიც თავმოყრილია პუბლიკაციების შესატყვისი აუდიო მუსიკალური მასალა.


ჟურნალ "მუსიკის" უცვლელი მთავარი რედაქტორია მიხეილ ოძელი, თანარედაქტორები, მუსიკისმცოდნეები: მზია ჯაფარიძე და თამარ წულუკიძე; დიზაინერი – გოგი ჭეფხოძე. ჟურნალთან თანამშრომლობს ქართველი მუსიკოსების ფართო სპექტრი.


გამოცემამ გამოხმაურება ჰპოვა საქართველოს ფარგლებს გარეთაც; ქართველი მხცოვანი ემიგრანტის, ბ-ნი პეტრე ხვედელიძის ძალისხმევით ჟურნალ "მუსიკის" ბოლო წლების ნომრები ინახება აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკაში.


2024 ოქტომბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved