ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ჯანდიერი ჯუმბერ
ჯანდიერი ჯუმბერ
დაიბადა : 25.01.1938
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

ჯუმბერ (ჯუბა) ჯანდიერი
(25.01.1938, თბილისი), კომპოზიტორი, პოეტი, მხატვარი, მსახიობი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1955 თბ. "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. ე. ნეილუბოვა (ფ-ნო), 1961 თბ. თეატრ. ინსტ. კინოსა და დრამის ფაკ., პედაგ. დ. ალექსიძე, ლ. იოსელიანი (სამსახიობო ხელოვნ.), 1968 თსკ საკომპოზიც. ფაკ., 1972 ხარკოვის კონსერვატ., საკომპოზიც. ფაკ.
 
საქმიანობა:
1961-65 თბ. მარჯანიშვილის სახ., 1966-75 თბ. მოზარდმაყურებელთა, 1975-88 სოხუმის კ. გამსახურდიას სახ. სახელმწ. თეატრების წამყვანი მსახიობი; პარალელ. ქმნიდა ფერწერულ ტილოებს. 1972-74 წწ. სტაჟირება მოსკოვში მხატვრობის განხრით, გამოჩენილ მხატვარ-ხელოვანის ნ. ვოლკოვის სტუდიაში (დაზგური ფერწერა). 1987-94 წწ. იყო საკავშირო გრამ-ფირფიტების ჩამწერი სტუდიის, თბ. „მელოდიის" მთ. მუს. რედაქტორი. 1996-დან საქ. მეცნიერებისა და კულტურის აკადემია „ფაზისის" აკადემიკოსი. მრ. მუს. და მხატვართა კონკურსების გამარჯვებული. 1978-დან მონაწილეობს გამოფენებში. მოწყობილი აქვს მრ. პერსონალური გამოფენა: თბ. (1985, 1987, 1996, 2001), მოსკოვი (1987, 1993, 1996, 1998), კიევი, სანქტ-პეტერბურგი (1992, 1994), გერმანია: ქ. კიოლნი, ქ. ბონი (1994); ნიდერლანდები: ქ. ამსტერდამი (1994, 1996); ჩეხეთი - ქ. პრაღა (1995); საფრანგეთი: ქ. პარიზი, ქ. დიჟონი, ქ. ჰაანზბერგი (1999, 2001, 2002). მისი ფერწერული ნამუშევრები შესულია კატალოგებში, დაცულია ქ. მოსკოვის "ხალხთა მეგობრობის", „ტრეტიაკოვის", რუსეთის კულტურის გალერეებში თუ ფონდებში, აგრ. ამტერდამის, ბონის, კიოლნის, პარიზის, აშშ-ს კერძო კოლექციებში. მეცნიერებისა და კულტურის აკადემიის „ფაზისის" აკადემიკოსი, თაყაიშვილის საზოგადოების წევრი. თეატრალურ მოღვაწეთა, მწერალთა, მხატვართა და კომპოზ. კავშ. წევრი.
 
წოდებები, ჯილდოები:
საქ. ხელოვნ. დამსახ. მოღვაწე; აფხაზეთის ასსრ და საქ. სახალხ. არტისტი; გ. ტაბიძის პრემ. ლაურ.; "ღირსების ორდენის კავალერი".
 
თხზულებები:
ინსტრ. სონატები, საფ-ნო პიესები, ვოკ. (სოლო და საგუნდო) ნაწარმოებები, მათ შორის, ვოკ. ციკლები გ. ტანიძის ლექსებზე: „ვით სამრეკლო ცის უდაბნოში", „ქებათა ქება ნიკორწმინდას" და სხვ. რომანსები: „მზეო თიბათვისა", „იისფერი თოვლი", „მერი", „რომელი საათია", „უსიყვარულოდ", „მთაწმინდის მთვარე", „ქარი ქრის" (ყველა გ. ტაბიძის ლექსებზე). და სხვ. აგრ., რამოდენიმე ორატორია და კანტატა. მრ. საესტრადო სიმღერები, ბალადები, მათ შორის.: „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს" (1975. ლექსი ვ. ცერცვაძის. პირვ. შესრ. 1988), „ისევ მიქრის თეთრი რაში" (2000), „ფიროსმანი", „რეკვიემი", „საქართველოს უკვდავება გვწამს", „მსახიობის ბედი", „კომედიანტები", „ხოხობს სძინავს თბილისში", „დღეს ილია საქართველოს ლოცავს" სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის და სხვ. მუს. მრ. თეატრ. და დოკ./ფ.-თვის. შექმნილი აქვს მრავალი ფერწერული ტილო: პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურ-მორტები, გრამ-ფირფიტების და წიგნების გრაფიკული მხატვრობა და დიზაინი (ალბომი გამოიცა 2013); როლები თეატრებში: კ. მარჯანიშვილის, მოზარდ-მაყურებელთა, ქ. სოხუმის, კ. გამსახურდიას სახ. სახელმწ. აკად. თეატრში შესრულებული აქვს 90-მდე მთ. და ეპიზოდური როლი.
 
დისკოგრაფია: ფირფიტების და CD დისკების 12 ალბომი.
 
პუბლიკაციები:
ოთხი პოეტური კრ., მათ შორის: „ლირიკა", თბ., 1993; „ბედი-ავბედი ხელოვანისა", თბ., 1996; „ცხოვრება გრძელდება, მაესტრო", თბ., 2006; აგრ. ესსეები და პუბლიცისტური წერილები. „ჯუბა და ჯარჯი ჯანდიერი. ფერწერა. გრაფიკა" (ალბომი), თბ., 2013.
 
ლიტერატურა:
ზურაბაშვილი, დ. "შორს გაფრენილი სიმღერა" გაზ. `თბ."1973.19.09; წერეთელი, ნ. "ქართული ნიჭის დღე" (ჯუმბერ ჯანდიერის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო), გაზ. "საქ. რესპ." 2009.19.06; ტაბიძე ნ. "ზღურბლზე სათქმელი: ხელოვანი", გაზ. "საქ. რესპ." 2011.06.12; ჯაფარიძე, მ. "თეათრი რაში არ დაიდგამს უნაგირს..." (კომპოზიტორი ჯუბა ჯანდიერი), ჟ. "მუსიკა" 2017 №3 და სხვ.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 ოქტომბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved