ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
გაჩეჩილაძე გივი
გაჩეჩილაძე გივი
დაიბადა : 05.11.1938
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

გივი გაჩეჩილაძე
(05.11.1938, თბილისი), კომპოზიტორი, დირიჟორი.

განათლება და საქმიანობა:
დაამტავრა 1961 სპი, სამშენებლო ფაკ.; 1958 სპი-ის საესტრადო ორკ.-ში იწყება გ.გ.-ის მუს. კარიერა. 1960 სათავეში ჩაუდგა ორკ.-ს; ამ დროისათვის გ. გ. კომპოზიციებსა და არანჟირებებს სპი-ის ორკესტრის გარდა უკვე ასრულებდნენ სსრკ ცნობ. ორკ.-ები: ლუნდსტრემის (ვ. ლუდვიკოვსკის ხელმძღვ.), უკრაინის «Днипро», საქ. ორკ.„რერო“. 1963-68 მოღვაწეობდა კიევში, სადაც იყო უკრ. საესტრ. ორკ. «Днипро»-ს სამხ. ხელმძღვანელი. პარალელ. სწავლობდა კიევის კონსერვატ., პედაგ. მ. სკორიკი (კომპოზიც.). 1968 დაბრუნდა თბ. და დააარსა საქტელერადიოს საესტრ. ორკ.; 1973თსკ, პედაგ. ა.ბალანჩივაძე (კომპოზიც.) და დაბრუნდა კიევში. სწავლის პარალელ. დააარსა ანს.: „ვია-ოროველა“, ჯაზ-როკ ჯგუფი „თეატრონი“. 1972-75 დააარსა და ხელმძღვანელობდა უკრ. ტელერადიოს საესტრ.-სიმფ. ორკ.; 1975-78 იყო საქ. სახელმწ. საესტრ. ორკ. „რერო“-ს სამხ. ხელმძღვ.; 1979-81 საქტელერადიოს საესტრ. სიმფ. ორკ. სამხ. ხელმძღვ. და მთ. დირიჟ.; 1981-2006 თბ. მარჯანიშვილის თეატრ. მუს. ნაწ. გამგე, 1997 თეატრის დირექტორი. გ. კანდელაკთან ერთად დააარსა თბ. მერიის საკონც. ორკ. „თბილისი-ბიგ-ბენდი“, სადაც მოღვაწეობს როგორც სამხ. ხელმძღვ.; 1962 პიანისტმა ვიქტორ ფელდმენმა გ. გ.-ის კომპოზიციები ჩაწერა ამერიკელი ჯაზის ცნობილი ვარსკვლავების: ჯო ზავინულის, ნატედერლის, ფრენკ ბატლერის, კარმელ ჯონსისა და ბობ უაიტლოკის შესრულებით ფირფიტაზე “The World first album of Soviet jazz compositions”. ლ. ფეზერი, ამერიკელი კრიტიკოსი, წგნ „მსოფლიო ჯაზის ისტორიის“ ავტორი, აშშ-ში გამოცემული ჯაზური მუსიკის პირველ ფირფიტაზე წერდა: „...ახალგაზრდა მუსიკოსები - გ. გაჩეჩილაძე, გ. გოლდშტაინი, კ. ნოსოვი, ა. ტოვმასიანი და კიდევ ბევრნი, დაუმსახურებლად უცნობნი არიან საკუთარ ქვეყანაში. ბედის ირონიაა, რომ ეს არის საბჭოთა ჯაზის კომპოზიციების პირველი ფირფიტა, რომელიც ოდესმე გამოცემულა“. 

წოდებები, ჯილდოები: 
საქ. სსრ ხელ. დამს. მოღვ. (1990). კონკ. ლურეატი: მონტე კარლოს საერთაშ. ფესტ. „გრან პრი“ (2006). „ქართული კულტურის ამაგდარი“ (2009). უკრაინის „თორმეტქიმიანი ვარსკვლავი მსოფლიო მუსიკალურ კულტურაში შეტანილი წვლილისათვის“ (2011). საქ. კომპოზ. კავშ. წევრი.

თხზულებები: 
კონც. სიმფ. ორკ.-ისათვის, კონც. ხის სასულე კვინტეტისათვის. რომანს. მუს. დრამატ. სპექტ. (30-მდე), მათ შორის: შექსპირი „ოტელო“, „ანტონიოსი და კლეოპატრა“, „ფალსტაფი“; დოსტოევსკი „მარადი ქმარი“; იასმინა რიზე `A`ART-ხელოვნება“; ა. სტრინდბერგი „მამა“; მ. ჯავახიშვილი „ბედი მდევარი“; დ. კლდიაშვილი „სოლომან მორბელაძე“;  მილერი“`სეილემის პროცესი“ და სხვ. მუსიკა კ/ფ.-თვის: „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ხვეული კიბით“ (ორივეს რეჟ. მ. თავაძე. 1987. 2001); კინოალმანახიდან: „ხდება ხოლმე“ მუს. მოკ.მეტრაჟიანი/მხ.ფ.: „ქველი“ („კეთილისმყოფელი“) „ლუიზა“, „შარვალი“ (რეჟ. ვ. კვაჭაძე. 1988). კინოალმანახიდან „ზოგჯერ თქმა სჯობს“, „ჭა“ (რეჟ. პ. ჩარკვიანი. 1988). პიესები ჯაზ-ორკ., არანჟირება (500-მდე). გასტრ.: სსრკ, მსოფლიოს მრ. ქვეყანა.

ლიტერატურა:
პაპიაშვილი, მ. „მოდით ერთად მივცეთ სტიმული ქართველ კომპოზიტორებს“ (ინტერვიუ გ. კანდელაკთან), ჟ. „მუსიკა“, 2009 №2-3; ვეკუა, ი. „თბილისის ბიგ-ბენდი ათი წლის იუბილეს ზეიმობს“, გაზ. `“24 საათი“, 2007.26.06; მინცერი, ბობ (ამერიკელი საქსოფონისტი) „მრცხვენია, მაგრამ საქართველოსა და ქართული ჯაზის შესახებ არაფერი ვიცოდი“, გაზ. „რეზონანსი“, 2002.03.07. უცხოური პრესა.

წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2026 ოქტომბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2026 All rights resaved