ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
„მუსიკალური ალმანახი“

15.12.2020

 

გამოვიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სანოტო კრებულების სერიის -„მუსიკალური ალმანახის“ მეორე გამოშვება, სადაც თავმოყრილია კომპოზიციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა - ნოდარ მამისაშვილის, ზურაბ ნადარეიშვილის, გიორგი შავერზაშვილის, რეზო კიკნაძის, ეკა ჭაბაშვილისა და მაკა ვირსალაძის სიმებიანი კვარტეტისთვის განკუთვნილი ნაწარმოებები.
 
პარტიტურას წინ უძღვის ანალიტიკური შინაარსის ვრცელი წინასიტყვაობა და თან ახლავს ინფორმაცია ავტორებისა და შემსრულებლების შესახებ. კრებულს თანდართული აქვს ჩანაწერების ორი კომპაქტდისკი, "იბერი-კვარტეტის" და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სიმებიანი კვარტეტის ჩანაწერებით.
 
აუდიო დისკებში შესული ჩანაწერების ნაწილი კომპოზიტორთა კავშირის ფინოთეკის მასალას წარმოადგენს, ხოლო ახალი ჩანაწერების მომზადების პროცესი კომპოზიტორთა კავშირთან უშუალო თანამშრომლობით მიმდინარეობდა.
გამოცემის კოორდინატორია მუსიკისმცოდნე ქეთევან ბაქრაძე.

 

უკან

2024 დეკემბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved