მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“
18.11.2018
18 ნოემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“.
ფესტივალში მონაწილეობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები იღებდნენ.
ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა შეასრულეს.
პროექტის ავტორია კომპოზიტორი მანანა ალფაიძე.
ფესტივალის მხარდამჭერები:
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი;
საქართველოს გაეროს ასოციაცია.