ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
სიმფონია-გამოფენა “ხმა”.

30.11.-08.12.2018

30 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში განხორციელდა ექსპერიმენტული მულტიმედიური პროექტი «სიმფონია-გამოფენა „ხმა“».

„სიმფონია-გამოფენა“ 6 ინსტალაციისგან შედგება, რომელთაგან თითოეული  ადამიანის ცხოვრებაში არსებულ გარდაუვალ, მატერიალურ, თუ არამატერიალურ მოვლენებთანაა დაკავშირებული. 

მსმენელ-დამთვალიერებლებს სეანსების მსვლელობისას შესაძლებლობა ეძლეოდათ გაცნობოდნენ სივრცეში განლაგებულ ინსტალაციებს და, სურვილისამებრ, თავად ჩართულიყვნენ პერფორმანსის შემოქმედებით პროცესში.

პროექტი წარმოდგენილია თანამედროვე პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ცენტრის მიერ.
ავტორი - კომპოზიტორი ეკა ჭაბაშვილი,
გიდი-პერფორმერი - ნინო ჟვანია,
ტექნიკური უზრუნველყოფა - ზაალ აზმაიფარაშვილი.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შპს “კაპიტალგეო” და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან

  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved