ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
თაყაიშვილი რუსუდან
თაყაიშვილი რუსუდან
დაიბადა : 26.12.1967
კატეგორია : მუსიკისმცოდნეები
  • ინფორმაცია

რუსუდან თაყაიშვილი
(26.12.1967, თბილისი), მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1987 I მუს. სასწ., პედაგ. ლ. ხუგაშვილი (თეორ.), მ. ციციშვილი (ფ-ნო); 1987 თსკ, პედაგ. ქ. თუმანიშვილი (თეორ.), 2003 ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკის მეცნიერებათა ეროვნული ინსტ. ასპირანტურა, პედაგ. ლ. მარუაშვილი (თეორ.). პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006. დისერტ. თემა: "მუსიკის სწავლების კონცეფცია ზოგადსაგანმანათლებლო რეფორმის კონტექსტში").
 
საქმიანობა:
გუნდის მომღერლის პროფესიული სტანდარტის, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების ავტ. (1993-99). გ. რამიშვილის საავტორო №6 საშ. სკ., 1992-2009 თბ. მუს. სასწ., 1998-2001 წმ. გიორგის სახ. საერო სკ. პედაგოგი. 2007-12 მასწ. დახელოვნ. რესპუბ. ინსტ. მიწვეული ლექტორი. 2011-დან თსუ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვ.; 2012-დან ჟ. "მასწავლებელის" ექსპერტი. 2015-დან მასწავლებელთა პროფეს. განვითარების ეროვნ. ცენტრის ესთეტიკ. და ფიზიკ. აღზრდის ჯგუფის ხელმძღვ.; საქ. კომპოზ. კავშ. წევრი.
 
პუბლიკაციები:
"ქართული პროფესიული მუსიკის არქივირების საკითხისათვის", თსკ შრ. კრ., 2012; "სასარგელო ვებ რესურსები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისათვის", ჟ. "მასწავლებელი", 2012 №6; "მუსიკის სწავლება უსინათლო ბავშვებისათვის", ჟ. "მასწავლებელი", 2012 №5; "ქართული ცეკვა, როგორც სავალდებულო საგანი", ჟ. "მასწავლებელი", 2012 №3; "მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საშუალო საფეხურზე", ჟ. "მასწავლებელი", 2012 №2; "ზოგადი სამუსიკო განათლება და მისი მნიშვნელობა", ჟ. "მასწავლებელი", 2012 №1; გზამკვლევი მასწავლებლებისთვის "მუსიკა" (თანაავტორი) 2011; "მუსიკის როლი საინფორმაციო კულტურის ჩამოყალიბებაში", საქ. ელექტრ. სამეცნ. ჟ. 2009 №1(3); "მუსიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში - სიახლეები და პრობლემები", პირვ. ეროვნ. კონფერენც. "კვლევები განათლების სფეროში" მასალები, თბ., 2008; "The Role of Music in Realization of Humanities Scholarship Principle inEdu-cation". Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 2006, №1; "Music as the Means of Humanization of Education". Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 2006, №2; "Connection of Classical and Electronic Music in a Context of Development of Musical Culture". Bulletin of the Georgian NationalAcademy of Sci¬ences, 2006 №3; "მუსიკა თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმაში", თსკ შრ. კრ., 2006 და სხვ.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 აპრილი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved