ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
კიკნაძე რევაზ
კიკნაძე რევაზ
დაიბადა : 29.09.1960
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

რევაზ კიკნაძე
(29.09.1960, თბილისი), კომპოზიტორი, საქსოფონისტი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1974 თბ. №9 მუს. სკ., პედაგ. ლ. ენგიბაროვა (ფ-ნო), 1982 თსუ, კლასიკური ფილოლოგიის განხრით. ამ პერიოდში უკრავდა თსკ ჯაზ-კვინტეტში, საქ. ტელევიზიის ბიგ-ბენდში. 1981-90 კომპოზიციას ეუფლებოდა კომპოზ. და პედაგ. მ. შუღლიაშვილთან. 1991 დაამთავრა თსკ, პედაგ. ო. თაქთაქიშვილი, ნ. მამისაშვილი (კომპოზიც.). ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრი. 1991-94 სწავლობდა ლიუბეკის (გერმანია) უმაღლეს მუს. სასწ., პედაგ. ფ. დოელი (კომპოზიც.), პარალელ., 1993-დან, პედაგ. დ. რაიდთან (ელექტრონული მუს.), მუშაობდა ელექტრონულ სტუდიაში. იქვე 1998 დაიცვა დიპლომი კომპოზიციაში. 2001 კომპოზიციის მაგისტრი.
 
საქმიანობა:
1992-94 ანს. N"Nuova Sonanza"-ს წევრი; თანამშრომლობდა იაპონურ-გერმანულ თანამედროვე ბალეტის თეატრთან "Tatoeba-theatre dance grotesque". 1998- 2011 ლიუბეკის უმაღლესი მუს. სასწ. დოცენტი (ელექტრონული კომპოზიც.), 1998-2011 ლიუბეკის მუს. სკ. პედაგ. (საქსოფონი და იმპროვიზაცია); 2000-დან თანამშრომლობს თანამედროვე საბალეტო დასთან "Tanz-Ort Nord". 2000-03 თავისუფალი იმპროვიზაციის ანს. "Resolution Group" ხელმძღვ., თსუ პროფ., თბ. ილიას უნივერს. ასისტენტ-პროფ., ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუს. მიმართულების ხელმძღვ.; 2011-დან თსკ რექტორი. კონკ.: პრიზი კომპოზიციაში („მარი-ლუიზ-ბუშის ფონდი" 1993); პრიზი („ბრაუნშვაიგის ახალი აკადემია~ 1997). რ. კ.-ზე დოკ. კ/ფ "ხახვის ცრემლები" (რეჟ. ლ. ღლონტი, 2001).
 
თხზულებები:
საორკ. და კამერ.-ინსტრ.: E- E-LEGIE სიმებ. კვარტ. და კონტრაბ. (1987/92); 2 ცეკვა ფ-ნოს (1986); სონატა კლარნეტისა და ფ-ნოს (1986); "MELISMATA" დიდი სიმფ. ორკ. (1998); ნოქტიურნი ქალის ხმისათვის (1991); 4 ბაგატელი სიმებ. კვარტ. (1993); "ME NOLENTE" ვიოლ., ვლნჩ და ფ-ნოს (1994); "Come in sogno" უვერტიურა ორკესტრისათვის (1994); "LITTERAE" 2 მარიმბასთვის (1994); FOF-VARIATIONEN ელექტრონიკისათვის (1998); "ნიღბები" საორკ. (2000); მედიტაციების თემაზე "ARTIFICIUM ARTIS" საქსოფონისა და ელექტრონიკისათვის (2000); Concertante ჩასაბ. საკრ. და 20 სიმებ. (2001); "ჩიკაგო" საქსოფონისა და ელექტრონიკისთვის (2005) და სხვ. მუსიკა კ/ფ:  "ქუჩის დღეები" (რეჟ. ლ. კოღუაშვილი, 2010); მ.მ. კ/ფ. "გზაჯვარედინი" (რეჟ. ლ. კიტია, 1991); დოკ. კ/ფ. "ფრაგმენტი ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან" (რეჟ. კ. და ლ. ღლონტები, 2006). გადაღებულია მხ. კ/ფ-ში "მარტივი პასიანსი" (რეჟ. ლ. ერისთავი, 1990).
 
ლიტერატურა:
"რეზო კიკნაძე - კომპოზიტორი, საქსოფონისტი, რექტორი..." (ინტერვიუ), გზამკვლევი "თბილისი Out", 2011 №16; კერესელიძე, მ. "ქართული კინო 1896-2011". "ენციკლოპედიური ლექსიკონი", თბ., 2011; ჯაფარიძე, მ. "ოთხი პრემიერა", ჟ. "მუსიკა"; 2012 №2; კიკნაველიძე, თ. "კონსერვატორია დღეს" (ინტერვიუ რ. კ.-სთან), ჟ. "ტაბულა", 2013 №128 და სხვ.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 აპრილი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved