ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ადამაშვილი ჯემალ
ადამაშვილი ჯემალ
დაიბადა : 01.01.1941
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

ჯემალ ადამაშვილი
(01.01.1941, თბილისი), კომპოზიტორი, გუნდის დირიჟორი.
 
განათლება:
1972 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტზე, კომპოზიციის განხრით (პროფ. დავით თორაძე).
 
საქმიანობა:
1959-1964 საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის (შემდგომ "ერისიონის") სოლისტი-მესალამურე. 1964-2011წწ. თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მუსიკა-სიმღერის მასწავლებელი და გუნდის ხელმძღვანელი; 1967-2000წწ. ბავშვთა ფოლკლკლორული ანსამბლ "ნატვრისთვალის" (ფოლკლორული ანსამბლების საერთაშორისო კონკურსების ლაურეანტი - 1978, 1982, 1987) ხელმძღვანელი, 2005 წლიდან დღემდე ჩოხოსანთა ფოლკლკლორული ანსამბლ "შავლეგოს" ხელმძღვანელი; 1978-1998წწ. სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი, სადაც სრულდებოდა მისივე საგალობლები. იყო ქაშვეთის ტაძრის რეგენტი. 1970-1980წწ. თბილისის მე-3 მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 1976-1987წწ. თბილისის კულტსაგანმანათლებო სასწავლებლის პედაგოგი და გოგონათა ვოკალური ანსამბლის ხელმძღვანელი; 1977-1981წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის პედაგოგი და კაპელის დირიჟორი; 1980-1985წწ. საქ. შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწ. უნივერსიტეტის პედაგოგი. 2005-2008წწ. ტელევიზია "პირველ სტერეო"-ში მიჰყავდა გადაცემა "ქართული გალობა". ჯ. ადამაშვილის სიმღერებს და ნაწარმოებებს ასრულებდნენ ანსამბლები: "ლახტი", "ბასტი-ბუბუ", "მზიური", "რუსთავი", "მერცხალი", "ნატვრისთვალი", რადიო-ტელევიზიის ხალხალხურ საკრავთა ორკესტრი "კელაპტარი", აგრეთვე საჯარო სკოლის გუნდები, ქალთა და ვაჟთა ვოკალური ანსამბლები, ქართული ესტრადის სოლისტები. მისი სიმღერები სრულდებოდა 1971-1989წწ. მაისისა და ოქტომბრის სადღესასწაულო აღლუმებზე, დიდი სასულე ორკესტრის თანხლებით; მოწაფეები: კომპოზიტორი და მომღერალი რომა რცხილაძე, კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილი და სხვ. 2006 წლიდან არის ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. 2013 წლიდან საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
 
წოდებები, ჯილდოები:
გ. ლეონიძის პრემია (საქ. 2001). საქ. პრეზიდენტის ღირსების ორდენი (2003).
 
თხზულებები:
საფორტეპიანო კვინტეტი (1966). ვოკალური ციკლი ვაჟა-ფშაველას ლექსებზე (1968). ინსტრუმენტული კონცერტი საყვირისათვის (1970. პირველი შესრულება საქ. ბათუმი, 1977). სიმებიანი კვარტეტი №1 (1970), სიმებიანი კვარტეტი №2 (1975); საბავშვო მიუზიკლი "თბილისობა" (1989); 300-ზე მეტი საბავო სიმღერა, გუნდი, მათ შორის პრემირებული სიმღერები: "ანა", "ლახტი", "რომელია მართალი", "იმერული ესკიზები", "ლელა", "შემოვძახოთ დიელო", "ჯარჯის სიმღერა", "ქალაქი და სოფელი", "გამოცანები", "ოდა ქართულ ვაზს", "გვარი და გვარიშვილობა"; მუსიკა თოჯინური თეატრისათვის (17 სპექტაკლი 1966-80წწ.), დრამატული თეატრების სპექტაკლებისათვის (1971-89), მათ შორის: "რომელია მართალი?" (დაიდგა თბილისში - 1971, ცხინვალში - 1972), "ტყუპები" (1978); მუსიკა აღდგენილი მუნჯი მხატვრული კინოფილმებისათვის: "ნათელა" (1978), "ქალი ბაზრობიდან"1985), "ნამდვილი კავკასიელი".

წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved