ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
გიორგობიანი არჩილ
გიორგობიანი არჩილ
დაიბადა : 01.02.1983
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

არჩილ გიორგობიანი დაიბადა 1983 წელს. 89-99 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ “ბიჭებში”. 95 წლიდან იწყება გატაცება როკით და ჯაზით რაც აისახა სხვადასხვა ჯგუფებში დაკვრით( გიტარა, კლავიში, ბლუზ ჰარმონიკა). 2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ფაქულტეტი სახელმწიფო მართვის მოხელე)

2002-2004 წლებში მუშაობდა ხმის ჩამწერ სტუდიაში არანჟირებების ხაზით. ასევე 2004 წელს იმუშავა ტელევიზია ევროპა პლუსში როგორც კომპოზიტორმა და საუნდ დიზაიენერმა.

2003-2012 წლებში შექმნა მუსიკა შემდეგი სპექტაკლებისათვის: თვითმკვლელი-ვაკის თეატრალური სარდაფი რეჟ. ო. ეგაძე, აჩრდილები-რუსთავის მუნიციპალური თეატრი/თავისუფალი თეატრი რეჟ. გ.შალუტაშვილი/ რ. სტურუა, ოლივერი-სამეფო უბნის თეატრი რეჟ. თ. ხიზანიშვილი, ჭინჭრაქა-ცხინვალის თეატრი რეჟ. თ. ხიზანიშვილი, ფრთხილად ყვავილები-სამეფო უბნის თეატრი რეჟ. ნ. ბერელიძე, ანტიგონე-მუსიკისა და დრამის თეატრი რეჟ. პ. ციკოლია.

2006-2010 წლებში სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიტორო ფაქულტეტზე პროფ. ზურაბ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით.

2007 წელს ფრაიბურგის თანამედროვე მუსიკის ანსამბლმა “რეშერშმა” შეასრულა მისი ნაწარმოები თბილისის თანამედროვე მუსიკის დღეების ფარგლებში. იგივე წელს მისმა ნაწარმოებმა “სეპტეტმა” გაიმარჯვა კონკურსში რის შემდეგაც მას მიეცა უფლება მიეღო მონაწილეობა ბერლინში გამართულ მასტერკლასებსა და კონცერტებში.

2008 წელს თეატრალურ ფესტივალ “არდი-ფესტზე” მიენიჭა საუკეთესო თეატრალური კოპოზიტორის პრემია.

2009 წელს ის ქმნის ნაწარმოებს “რეგთაიმის შემდეგ” შვეიცარიის თანამედროვე მუსიკის ანსამბლ “პრე-არტის” დაკვეთით რომელიც შესრულებულ იქნა თბილისში და ციურიხში.

2010 წელს ბერლინში ფესტივალ “იანგ ეურო კლასიკზე” მისმა ნაწარმოებმა “აზარი” მოიპოვა გრამპრი. იგივე ნაწარმოები 2011 წელს შესრულებული იქნა ავსტრიაში(ვენა) ფესტივალ “ევროპული მუსიკის გძელი ღამის” ფარგლებში ევროპელ თანამედროვე კომპოზითორთა ორკესტრის მიერ დირუჟორი იურგენ ბრუნსი და ასევე ეს ნაწარმოები ჩაწერილ და გადაღებულ იქნა კლასიკური მუსიკის ტელე არხის “მეცოს” მიერ თბილისში ელისო ბოლქვაძის, ნინო გვეტაძის და საქართველოს სიმფონიეტას მონაწილეობით დირიჟორი ბენჟამინ ლევი.

2011-2014 წლებში დაწერა მუსიკა ორი ფილმისათვის: “გაკვეთილი” რეჟ. გიგიშა აბაშიძე და “რონდო” რეჟ. ქეთევან გუჯაბიძე.

2014 წელს თი-ბი-სი ბანკის დაკვეთით ის წერს ნაწარმოებს სიმფონიური ორკესტრისათვის საბას ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოვებისათვის აკაკი

წერეთლის ლექსის მგოსნის მიხედვით. ასევე ამავე წელს ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დაკვეთით წერს ნაწარმოებს სიმებიანი კვარტეტის ფორტეპიანიოსა და სოლო კლარნეტისათვის.

2017 წელს Eერასმუს პლიუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება გაიარა ქალაქ ლუბეკის კონსერვატორიაში. ამავე წელს სან-მარინოს ფესტივალის დაკვეთით ქმნის ნაწაროებს “ურბანულ ნოქტიურნს“ ორი საქასაფონისა და ორი პერკუსიონისტისათვის. ასევე ნიდერლანდების ჩასაბერ ინსტრუმენტალისტთა ანსაბლის დაკვეთით ქმნის რამოდენიმე თხზულებას.

2018-19 წლებში ითანამშრომლა ჰოლანდიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან “რიჩიოტი” და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ პიანისტთან ლიანა ფაილოძე ჰარონთან რომელმაც შეასრულა და ჩაწერა არჩილის ნაწარმოები სოლო ფორტეპიანოსათვის პრესტო (acid lines)

არჩილს ასევე ეკუთვნის არაერთი ორიგინალური არანჟირება და გაორკესტრება. ესენია: საქართველოს ბანკის სარეკლამო სიმღერა- Feel the future ბენდის, სიმფონიური ორკესტრის და ბავშვთა გუნდისათვის, ა. ბერგი შვიდი ადრეული სიმღერა-სოპრანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, ს.ნასიძე ვოკ.ციკლი “ქართული ხალხური პოეზიიდან ბანისა და სიმებიანი ორკესტრის თანხლებით ჯ. როდრიგო კონცერტი არანჰუესი ნაწილი II ადაჟიო-გიტარისა და სიმებიანი ორკესტრისათვის, ი.სტრავინსკი ტანგო-გიტარისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, გ. ფორე პავანა-გიტარისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, მ. ბრუხი ორმაგი კონცერტი მი-მინორი-ალტის, ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის.

2007-2013 წლებში ის იყო ჰოსტ-პროდიუსერი რადიო “მუზაში” გადაცემები “მუსიკალური აღმოჩენები” და “რეგთაიმის შემდეგ”. 2016 წელს საზოგადოებრივი არხზე იყო ავტორი და წაყვანი გადაცემისა “მუსიკოლოგოსი”. ასევე მას ეკუთვნის სტატიები “ორნი სახურავზე-მიშელ პეტრუჩიანი”-ჟურნალი “ეტ სეტერა” და “რეპრესირებული მუსიკა”-ჯურნალი “ახალი საუნჯე”

უკან

2024 აპრილი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved