ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ოძელი მიხეილი
ოძელი მიხეილი
დაიბადა : 09.04.1945
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

მიხეილი ოძელი
(09.04.1945, თბილისი), კომპოზიტორი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1963 თბ. IV მუს. სასწ., პედაგ. ა. შავერზაშვილი (კომპოზიც.), 1968 თსკ, პედაგ. ა. მაჭავარიანი (კომპოზიც.).
 
საქმიანობა:
1963-72 მუს. სტუდიის პედაგ., 1972-91 თბ. მეტეხის სახელმწ. თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი და მუს. ნაწ. გამგე; კომპოზ. კავშ. მდივანი (1979-1985), ამავე წლებიდან გამგეობის წევრი, 1991-99 საქ. კომპოზ. სახლის დირექტ.; გაზ. "მუსიკის" (1991- 2000), ჟ. "მუსიკის" (2002-დან) დამაარსებელი და უცვლელი მთ. რედაქტ. კომპოზ. კავშ. წევრი; კომპოზ. კავშ. გამგეობის წევრი.
 
პრემიები:
კონკ. ლაურ.: საქ. კომპ. კავშ. კონკ. I და ორი II პრემია ნაწ.-თვის "ოდა მრავალჟამიერ" სოლისტის, შერეული გუნდის და სიმფ. ორკ.-თვის (თბ., 1970). საკავშირო ახალგაზრდა კომპ. კონკ. პრემია ნაწ.-თვის მუს.სიმფ. ორკ.-თვის (მოსკ., 1970); კულტ. სამინისტროს კონკ. საგუნდო მუს-ში - II პრემია (1981). საქ. კულტ. სამინისტროსა და კომპ. კავშ. კონკ., ნომინაციაში "საუკეთესო სიმებიანი კვარტეტის" III პრემია, კვარტეტისატვის №2 (2010), ამავე კონკ. კვარტეტისათვის №3 "სუვენირი" II პრემია (თბ., 2014); საქ. კულტ. სამინისტროს მიერ, როგორც ჟურნალ "მუსიკის" მთ. რედაქტორი, დაჯილდოვდა ნომინაციით "2010-11 წწ. საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი".
 
თხზულებები:
მიუზიკლი "შეშლილთა ხომალდი" (1978. პრემ. 1979.13.12.); "წმინდანები ჯოჯოხეთში" (1997). ბალეტი: გერშვინი ოპ. "პორგი და ბესი"-ს საბალ. ვერსია (1984. ლიბრეტო და ქორეოგრაფია მ. ლავროვსკი, მხატვარი მ. მურვანიძე. პრემ. 1984.20.06. განახლებული დადგმა 2001.21.09.); ინსტრ. კონც. საფ-ნო (1967). სიმფ.: "ეკზერსისი" დასარტყამი საკრ. და სიმფ. ორკ. (1971); "მუსიკა" სიმფ. ორკ. (1970. საკავშ. კონკ. პრემ.); "ქართ. სიუიტა" (აბრამ ბაზელის პოდიუმისათვის, 1999. პრემიერა 1999). "პრომეთეს მღვიმე" ელექტრონ მუს. (2011); პოემა "დაკარგული ედემი" მეცო-სოპრ. და სიმფ. ორკ.-თვის (2014. პირვ. შესრ. თბ.,B2015.07.02.). კანტატა-ორატორ.: "ხმა კატამონთან" სოლისტის, გუნდის და სიმფ. ორკ. (1968. ი. აბაშიძის ლექსზე); კანტ. "ვითარცა მტკვარი" სოლისტების, გუნდისა და სიმფ. ორკ. (1974); კანტ. "სტუმარ-მასპინძელი" შერეული გუნდისათვის ვაჟა-ფშაველას პოემის მიხ. (1976); ოდა "მრავალჟამიერ" სოლისტის, შერეული გუნდის და სიმფ. ორკ.-თვის (1970. საქ. კომპ. კავშ. კონკურსის გამარჯვებული. 1970). სიმებ. კვარტ.: №1 (1981); "მედიტაცია" სიმებ. კვარტ. (1982. პირვ. შესრ. 1983.29.05.); №2 (პირვ. შესრ. 1995.26.04.); №3 "სუვენირი"(პირვ. შესრ. პარიზი 2010. კულტ. სამინისტროს კონკურსის გამარჯვებული. II პრემია 2014); ვოკ. ციკლი: "ი. ჭავჭავაძის ოთხი ლექსი" ქალის ხმისა და კამერ. ორკ. (1974. პრემ., მოსკოვი, 1977); 3 პარაფრაზი გ. ჩუბინიშვილის თემებზე (1982); კამერ. ინსტრ.: სონატა ვლნჩ და ფლეიტისათვის. ბაგატელი ვიოლინოსა და ვლნჩ-სთვის. ტრიო ფლეიტა, ბას-კლარნეტი და ვლნჩ-სთვის და სხვ. ნაწ. გუნდები: a cappella "ი. ჭავჭავაძის შვიდი ლექსი" შერეული გუნდისთვის ნ. ბარათაშვილის, მ. მაჭავარიანის ლექსებზე და სხვ. საესტრ. სიმღ., მათ შორის: "თბილისს გიმღერი", "ნათია", "დღესასწაული" და სხვ. მუს. სპექტ. საქ. და ევროპის სხვადასხვა თეატრებში, მათ შორის: "სტუმარ-მასპინძელი"(კრაკოვი. 1977), "როგორ იწრთობოდა ფოლადი, "ლადო კეცხოველი", "მოსაწყენი დღეების ქრონიკა", "ძალოსნები", "განკითხვის დღე", "მაკბეტი", "ჭინ¬ჭრაქა" (თბ., პოლონეთი, სლოვაკია. რეჟ. ს. მრევლიშვილი.); "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", "დიდრო", "მკაცრი სამსჯავრო", "მიუზიკლი - ვოდევილი" (რეჟ. ზ. კანდელაკი). ვოდევილი (რეჟ. კ. გურგენიძე) და სხვ. მუს. კ/ფ "ბეღურების გადაფრენა" (1980. რეჟ. თ. ბაბლუანი); "იღბალი", "კროსვორდების მოყვარულთათვის", "ჩვენი ჯერია, ბიჭებო!" (1980, 1981, 1986. რეჟ. ბ. წულაძე); "ვერცხლის ქუჩა" (1983. რეჟ. დ. ნაცვლიშვილი); "ზმანებანი აღლუმებს შორის", "გრანტუსი", "საბალეტო პა", "თეთრი წერტილი" (1989, 1994, 1996, 2015. რეჟ. ბ. ჩხეიძე); "ნისლა" (1996. რეჟ. მ. მეზვრიშვილი). მუს. დოკ. ფილმებისათვის და სხვ.
 
დისკოგრაფია:
მ. ოძელი. კვარტეტი №1. თბ., "მელოდია", 1984; CD - ოძელი. კვარტეტი №3. პარიზი, 2015.
 
პუბლიკაციები:
"ახალგაზრდა კომპოზიტორების შემოქმედება", ჟ. "საბჭ. ხელ." 1981, №2.
 
ლიტერატურა:
Тэрк, А. «В вечном поиске», газ. «Мол. Груз.» 1977.27.12; Какулиа, Л., Чкониа, С. «Композиторы и музыковеды Грузии», Тб., 1984; ჯაფარიძე, მ. "ოთხი პრემიერა", ჟ. "მუსიკა" 2012 №2; სარედაქც. წერილ. "ოთხი პრემირებული კვარტეტი", ჟ. "მუსიკა", 2014 №1; კაკულია, ლ. "რეცენზია კონცერტზე ანალიტიკური წიაღსვლებით" ჟ. "მუსიკა", 2015 №1 სხვ. საგაზ. და საჟურნ. წერილები.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved